Tegeta Cars-მა საავტომობილო ბრენდის Geely Auto-ს ცნობილი მოდელი - Geely Coolray ქართულ ბაზარს ერთი თვის წინ წარუდგინა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ავტომობილი საქართველოშიც პოპულარული გამხდარიყო. ოფიციალური წარდგენიდან ზუსტად ერთ თვეში Geely Coolray-ს მარაგი განახევრებულია.
ბრენდის მიმართ მაღალი ინტერესი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: ფუნქციების მრავალფეროვნება, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და ხელმისაწვდომობა. აღსანიშნავია ავტომობილების გამორჩეული ფერებიც, რომლებიც ახალგაზრდებს განსაკუთრებით მოსწონთ.
რატომ გახდა მცირე დროში Geely Coolray ქართველი ავტომოყვარულებისთვისაც მიმზიდველი? - „კომერსანტთან“ საუბრისას Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი გიორგი შაქარაშვილი ამბობს, რომ Geely-ს ბრენდის ავტომობილები აწყობის ხარისხით გამოირჩევა. განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მას ოთხწლიანი გარანტია, რომელიც Tegeta Cars-ის ავტომობილებზე ვრცელდება.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ქართულ ბაზარზე შემოყვანის დღიდან Geely Coolray-ს მიმართ ავტომოყვარულების ინტერესი ძალიან მაღალია. მოდელი მართლაც განსაკუთრებულია, არაერთი მახასიათებლის გამო, თუმცა ოქტომბრის გაყიდვების მაჩვენებელმა მოლოდინს გადააჭარბა. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა აწყობის ხარისხით, ხელმისაწვდომობით, გამოხატული ხასიათითა და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით, რომელსაც ავტომობილის საჭესთან პირველი შეხებისთანავე შეიგრძნობს მომხმარებელი. მოხარულები ვართ, რომ ამ ინოვაციური ბრენდის პირველი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ Tegeta Cars-ია. ჩვენ ქართველ მომხმარებლებს მივეცით საშუალება, მიიღონ Geely Coolray-ს მართვის გამოცდილება და აღმოაჩინონ ავტომობილის შთამბეჭდავი შესაძლებლობები. Geely Sakartvelo მომხმარებელს კიდევ არაერთ სიახლეს უმზადებს - მალე ქართულ ბაზარზე კიდევ ორი ახალი მოდელი, Geely Monjaro და Geely Tugella, შემოვა“.
Geely Coolray, რომელიც ბრენდის პირველი ავტომობილია ქართულ ბაზარზე, მძღოლის დამხმარე სისტემებითა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მას 1.5 მოცულობის, 172 ცხენის ძალის ოთხცილინდრიანი ძრავა და 190 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აქვს. ავტომობილი გამოირჩევა კომფორტული ინტერიერითა და ინოვაციური მახასიათებლებით: ბრმა ზონის მართვის ფუნქცია, ადაპტიური კრუიზ კონტროლი, პანორამული სახურავი, 360-გრადუსიანი კამერა, პარკირების ავტომატური სისტემა და სხვა.
Geely Coolray, რომელიც ბრენდის პირველი ავტომობილია ქართულ ბაზარზე, მძღოლის დამხმარე სისტემებითა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მას 1.5 მოცულობის, 172 ცხენის ძალის ოთხცილინდრიანი ძრავა და 190 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აქვს. ავტომობილი გამოირჩევა კომფორტული ინტერიერითა და ინოვაციური მახასიათებლებით: ბრმა ზონის მართვის ფუნქცია, ადაპტიური კრუიზ კონტროლი, პანორამული სახურავი, 360-გრადუსიანი კამერა, პარკირების ავტომატური სისტემა და სხვა.
Tegeta Cars მომავალი წლის ბოლოდან საქართველოში Geely Auto-ს პირველი შოურუმის გახსნასაც გეგმავს. სერვისცენტრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
Geely Holding მრავალეროვნული საავტომობილო ბრენდია, რომელიც ჩინეთში მეშვიდე ადგილს იკავებს უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის. ბრენდის ავტომობილები გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.
Geely Coolray-ის ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება ავტომოყვარულებს ვებგვერდიდან შეუძლიათ. ტესტდრაივისთვის კი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.