ძვირფასო მომხმარებელო:
მადლობას გიხდით, რომ აირჩიეთ Geely!
გთხოვთ, საიმედოდ შეინახოთ წინამდებარე სახელმძღვანელო თქვენი ავტომანქანის სალონში, რადგან იგი აუცილებელია იმისათვის, რომ თქვენ მიიღოთ მაღალი ხარისხის ტექნიკური მომსახურება. იმისათვის, რომ თქვენ ახალ ავტომანქანაში გადახდილი თანხა მაქსიმალურად მომგებიან ინვესტიციებად გადაიქცეს, და ასევე ავტომანქანის ოპტიმალური მუშაობისა და გამართული ტექნიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე ინსტრუქცია და მომხმარებლის თანდართული სახელმძღვანელო. აღნიშნული სახელმძღვანელოები დაგეხმარებათ - უკეთესად გაიგოთ და გამოიყენოთ თქვენი ავტომანქანა, ჩვენ ასევე გაგაცნობთ პოტენციური პრობლემების გადაწყვეტის საბაზო მეთოდებს თქვენი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დასაცავად. თქვენი ავტომანქანა უსაფრთხოების, კომფორტის, სიმძლავრის და ეკონომიურობის შესანიშნავი მახასიათებლებით არის აღჭურვილი. თუ ავტომანქანის ექსპლუატაციის დროს რაიმე პრობლემას აღმოაჩენთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ Geely-ის უახლოეს ავტორიზებულ სერვისცენტრს. Geely-ის სერვისცენტრში მოგეწოდებათ მაღალი ხარისხის სრული ტექნიკური და სარემონტო მომსახურება, სათადარიგო ნაწილები. აუცილებლად განახორციელეთ ავტომობილის პერიოდული მომსახურება მომხმარებლის სახელმძღვანელოსა და ტექნიკური მომსახურების რეგულაციების შესაბამისად. გახსოვდეთ, რომ ავტომანქანის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებისთვის აუცილებელია გამოიყენოთ ორიგინალური სათადარიგო ნაწილები, რომლებიც Geely-ის ავტორიზებულ სერვისცენტრებში იყიდება.
Geely-ის ავტორიზებულ სერვისცენტრებში განხორციელებული სათანადო პერიოდული ტექნიკური მომსახურება ხელს უწყობს ავტომანქანის ოპტიმალურ მდგომარეობის და მისი მაღალი საიმედოობის შენარჩუნებას, მისი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას. ამიტომ, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აუცილებელია ავტომანქანის პერიოდული მოვლა-პატრონობა Geely-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში ყოველი 10 000 კმ-იანი გარბენის შემდეგ ან 12 თვის განმავლობაში. ავტომანქანაზე, რომელიც არ გადის პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას Geely-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში, და რომელსაც წარმოექმნება ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარისხის პრობლემები, საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება. წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული ყველა მასალა უახლესია, და ვრცელდება ამ სერიის ყველა მოდელზე. დეტალური კონფიგურაციები კონკრეტულ ავტომანქანაზეა დამოკიდებული. ეროვნული კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვის მიზნით, Geely იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე სახელმძღვანელოს შინაარსში. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ავტომანქანის სხვა პირზე გასხვისების შემთხვევაში, აუცილებლად გადაეცით წინამდებარე სახელმძღვანელო ახალ მფლობელს. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერმა ცვლილებამ, რომელსაც თქვენ თავად განახორციელებთ თქვენს ავტომობილში, შესაძლოა გავლენა იქონიოს მის მექანიკურ მახასიათებლებზე, უსაფრთხოებაზე ან ექსპლუატაციის ვადაზე. Geely არ არის პასუხისმგებელი არანებადართული მოდიფიკაციის შედეგად წარმოქმნილ ხარისხის პრობლემებზე. გთხოვთ, წარმოადგინოთ ღირებული რეკომენდაციები და წინადადებები Geely-ის ავტომანქანების ხარისხთან და გაყიდვის შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებით.
GEELY-ის საერთაშორისო საავტომობილო კორპორაცია
თქვენი კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია. Geely-ის ავტორიზებულ დილერები აღჭურვილნი არიან შესაბამისი ცოდნით და ხელსაწყოებით თქვენი Geely-ის ავტომანქანის გამართულ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ან პრეტენზიები თქვენი Geely-ის ავტომანქანის მომსახურებასთან დაკავშირებით, გირჩევთ, გადადგათ შემდეგი ნაბიჯები:
ნაბიჯი 1
განიხილეთ თქვენთვის აქტუალური საკითხი Geely-ის ავტორიზებულ დილერთან. ეს არის ყველაზე სწრაფი და საუკეთესო გზა პრობლემების გადასაჭრელად.
თუ საკითხი უკვე განხილულია გაყიდვების ან მომსახურების მენეჯერთან, დაუკავშირდით დილერის მმართველ დირექტორს ან გენერალურ მენეჯერს
ნაბიჯი 2
თუ თვლით, რომ ნაბიჯი 1-ის დასრულების შემდეგ კიდევ გჭირდებათ დახმარება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენ რეგიონში მოქმედ Geely-ის ავტორიზებულ დისტრიბუტორს.
იმისათვის, რომ მათ შეძლონ აღმოგიჩინონ სრული დახმარება, მათ დასჭირდებათ შემდეგი ინფორმაცია.
1. თქვენი სახელი და გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი
2. ავტომანქანის წარმოების წელი და მოდელი
3. ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
4. შეძენის თარიღი და მიმდინარე გარბენი
S. თქვენი დილერის სახელი-გვარი და მდებარეობა
6. თქვენი შეკითხვა ან საჩივარი
საგარანტიო მომსახურების პირობები
გარანტია მთლიან ავტომანქანაზე
საგარანტიო პერიოდი ძალური აგრეგატის (ძრავა და გადაცემათა კოლოფი) კვანძზე განისაზღვრება 4 წლის ვადით ან 100000 კმ; გარანტია მთლიან ავტომანქანაზე შეადგენს 4 წელს ან 100000 კმ;