ჰანჯოუ, ჩინეთი, 6 თებერვალი, 2026 წელი — კომპანია Geely-ს ბრენდის ქვეშ მყოფმა სრულად ელექტრონულმა ჰეჩბეკმა, Geely Geome - მ, მოიპოვა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის ტიტული A/B სეგმენტებში, ხოლო ჩინეთში — ყველა სეგმენტს შორის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა 2025 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში. 465 775 ერთეულის ოდენობის წლიური გაყიდვებით, Geely Geome-მ ინდუსტრიის ახალი ეტალონი დააწესა და ბაზარზე ჩაშვებიდან სულ რაღაც 14 თვეში მიაღწია 500 000 ერთეულის ჯამურ მიწოდებას. ეს ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია ჩინეთში 2024-2025 წლებში გამოშვებულ ყველა სრულად ელექტრო ავტომობილს შორის.
როგორც Geely-ს ახალი ენერგიის (NEV) ხაზის ერთ-ერთმა მთავარმა სტრატეგიულმა მოდელმა, Geely Geome-მ ბაზარზე სტაბილური აღიარება მოიპოვა სივრცის, მართვის მახასიათებლების, ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების დაბალანსებული უპირატესობების წყალობით, რამაც კიდევ უფრო გაამყარა Geely Auto-ს კონკურენტული პოზიცია ელექტროფიცირებული ავტომობილების სეგმენტში.
პროდუქტის მრავალმხრივი უპირატესობები ქმნის მთავარ კონკურენტულ ძალას
დიზაინის თვალსაზრისით, Geely Geome გამოირჩევა დასამახსოვრებელი წინა ნაწილითა და პრემიუმ დიზაინით. მისი პროპორციული ძარა ქმნის ელეგანტურ და ამავდროულად დინამიკურ იერსახეს, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის ახალგაზრდულ და დახვეწილ ხასიათს. Geely Geome თავის კლასში საუკეთესო, უკანა სავარძლის 890 მმ-იან მუხლის სივრცეს გვთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მგზავრების კომფორტს.
სათავსოების მოცულობაც თანაბრად კონკურენტუნარიანია. Geely Geome თავის სეგმენტში ერთადერთი მოდელია, რომელიც აღჭურვილია 70-ლიტრიანი წინა საბარგულით, რასაც ემატება 28-ლიტრიანი სათავსო უკანა სავარძლის ქვეშ და 375-დან 1320 ლიტრამდე გაფართოებადი უკანა საბარგული. სალონში არსებული 36 პრაქტიკული სათავსოს წყალობით, ავტომობილი მარტივად აკმაყოფილებს როგორც ყოველდღიური მგზავრობის, ისე ოჯახური მოგზაურობის საჭიროებებს.
Geely-ს GEA არქიტექტურაზე აგებული Geely Geome თავის სეგმენტში ერთადერთი ავტომობილია, რომელიც აღჭურვილია უკანა ამძრავიანი მრავალბერკეტიანი (multi-link) საკიდრით, რაც მართვის სტაბილურობისა და სიამოვნების იდეალურ კომბინაციას უზრუნველყოფს. სულ რაღაც 4.95 მეტრიანი შემობრუნების მინიმალური რადიუსი კიდევ უფრო აადვილებს მანევრირებას ქალაქის პირობებში. Geely Geome ასევე აღჭურვილია სეგმენტში ერთადერთი, მაღალინტეგრირებული „11-ში-1“ ელექტროამძრავით, რომელიც საუკეთესო ბალანსს აღწევს სიმძლავრესა და ენერგოეფექტურობას შორის.
ჭკვიანი ტექნოლოგიების ფრონტზე, Geely Geome აღჭურვილია Flyme Auto-ს ინტელექტუალური სალონის (cockpit) სისტემით, რომელიც მომხმარებელს სწრაფ და ინტუიციურ ინტერფეისს სთავაზობს. ავტომობილს აქვს სეგმენტში ყველაზე დიდი, 14.6-ინჩიანი მაღალი გარჩევადობის ცენტრალური დისპლეი და აერთიანებს მართვის დამხმარე მოწინავე სისტემის (ADAS) 12 ფუნქციას, რაც ზრდის როგორც მართვის უსაფრთხოებას, ისე კომფორტს.
უსაფრთხოება კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. Geely Geome-ს აქვს გალიის ტიპის ძარას კონსტრუქცია, აღჭურვილია ექვსი უსაფრთხოების ბალიშით და ფლობს სეგმენტში ერთადერთ თხევადი გაგრილების ბატარეის სისტემას. ეს უკანასკნელი მხარდაჭერილია Geely-ს ინდუსტრიაში წამყვანი ბატარეის უსაფრთხოების სისტემით, რაც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ აქტიურ და პასიურ დაცვას.
მზარდი საერთაშორისო წარმატება აჩქარებს გლობალურ ექსპანსიას
პროდუქტის მომწიფებული და დაბალანსებული შესაძლებლობების წყალობით, Geely Geome-მ მრავალი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის:
- IDA-ს საერთაშორისო დიზაინის დაჯილდოების ბრინჯაოს პრიზი (2024);
- ევროპული პროდუქტის დიზაინის დაჯილდოების (ePDA) ტიტული „საუკეთესო დიზაინი“ (2024);
- ბრაზილიის Trend Car-ის ჯილდო საუკეთესო კომპაქტური ელექტრო ავტომობილისთვის (2025).
საზღვარგარეთის ბაზრებზე Geely Geome უკვე ჩაეშვა ბრაზილიაში, ინდონეზიასა და ტაილანდში. ბრაზილიაში, გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც 16 სამუშაო დღეში, მოდელმა მეორე ადგილი დაიკავა ელექტრომობილების ადგილობრივ გაყიდვებში, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებთან და ქმნის მყარ საფუძველს შემდგომი გაფართოებისთვის.
Geely Auto-ს გეგმების მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში Geely Geome შესაძლოა კიდევ რამდენიმე ბაზარზე გამოჩნდეს, მათ შორის ჩილეში, პარაგვაიში, ურუგვაიში, ბოლივიაში, პერუში, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკაში. ამ მოდელის მეშვეობით Geely მიზნად ისახავს მსოფლიო მომხმარებელს შესთავაზოს უფრო დინამიკური და სასიამოვნო სრულად ელექტრონული გადაადგილების გამოცდილება, რაც სრულად შეესაბამება მოდელის კონცეფციას — „Extra Fun to the World“ (მეტი მხიარულება მსოფლიოს).
როგორც Geely-ს NEV ხაზის ზრდის მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ, Geely Geome-ის სტაბილურად მაღალმა გაყიდვებმა მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა მთლიანი მიმართულების განვითარებას. 2025 წელს NEV ხაზის ჯამურმა გაყიდვებმა თითქმის 1.24 მილიონ ერთეულს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 150%-იან ზრდას ნიშნავს. ამით ბრენდმა მილიონიან ნიშნულს გეგმაზე ადრე მიაღწია.
სამომავლოდ, საერთაშორისო ექსპანსიის აჩქარებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ Geely Geome კიდევ უფრო მეტად აითვისებს თავის მასშტაბურ პოტენციალს. გაყიდვების უწყვეტი ზრდის პარალელურად, Geely Auto გააგრძელებს ფოკუსირებას მომხმარებელთა რეალურ გამოცდილებასა და ბაზრის უკუკავშირზე, გააძლიერებს ლოკალიზებულ სერვისებსა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების სისტემებს, რათა მხარი დაუჭიროს Geely Geome-ის გრძელვადიან და მდგრად განვითარებას გლობალურ ბაზრებზე.
Geely Auto Group-ის შესახებ
Geely Auto Group არის წამყვანი გლობალური საავტომობილო კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ხანჯოუში, ჩინეთში. როგორც Zhejiang Geely Holding Group-ის ნაწილი, Geely Auto Group აწარმოებს სამგზავრო ავტომობილებს Geely-სა და Zeekr-ის ბრენდების ქვეშ.
2025 წელს Geely Auto-ს ჯამურმა გაყიდვებმა 3 024 567 ერთეული შეადგინა, რითაც კომპანიამ გადააჭარბა მთლიანი წლის საპროგნოზო მაჩვენებელს და დააფიქსირა 39%-იანი წლიური ზრდა. ახალი ენერგიის ავტომობილების (NEV) გაყიდვებმა 1 687 767 ერთეულს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 90%-იანი ზრდაა.
ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, ელექტროფიკაციასა და მდგრად მობილობაზე დიდი ფოკუსით, Geely Auto Group მართავს მსოფლიო დონის კვლევისა და განვითარების (R&D) ცენტრებსა და საწარმოო ქარხნებს ჩინეთში, ევროპასა და სხვა საკვანძო საერთაშორისო ბაზრებზე. ჯგუფი მოწოდებულია შექმნას უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ჭკვიანი ავტომობილები, რომლებიც აღჭურვილია ისეთი მოწინავე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ჰიბრიდული ძრავები, სრულად ელექტრონული არქიტექტურა, სმარტ-კავშირი და ავტონომიური მართვის სისტემები.
როგორც გლობალური კომპანია, Geely Auto Group აგრძელებს საერთაშორისო ბაზარზე თავისი წარმომადგენლობის გაფართოებას სტრატეგიული პარტნიორობის, ლოკალიზებული ოპერაციებისა და ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმების მეშვეობით. Geely მიისწრაფვის შექმნას უფრო ეკოლოგიური, ჭკვიანი და ხელმისაწვდომი მობილობის გადაწყვეტილებები, რითაც წინ მიუძღვის მდგრადი ტრანსპორტის მომავალს.