Geely Auto იანვრის თვის გაყიდვების მაღალ მაჩვენებლებს აქვეყნებს: კომპანიამ 270 000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, საერთაშორისო გაყიდვები კი გაორმაგდა

news

10 Jun 2026

Geely Auto იანვრის თვის გაყიდვების მაღალ მაჩვენებლებს აქვეყნებს: კომპანიამ 270 000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, საერთაშორისო გაყიდვები კი გაორმაგდა

ხანჯოუ, ჩინეთი, 5 თებერვალი, 2026 წელი — კომპანია Geely Auto-მ 2026 წელი შემართებით დაიწყო. იანვრის თვის ანგარიშის მიხედვით, ბრენდმა 270 167 სამგზავრო ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-იან, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 14%-იან ზრდას აჩვენებს.

ახალი ენერგიის ავტომობილების (NEV) მიწოდებამ 124 252 ერთეულს შეადგინა (ზრდა წლიურ ჭრილში 3%-ია). მატერიკული ჩინეთის ფარგლებს გარეთ გაყიდვებმა 60 506 ერთეულს მიაღწია, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 121%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 50%-ით მეტია. აქედან 32 117 ერთეული ახალი ენერგიის ავტომობილებზე (NEV) მოდის, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 76%-ით მაღალია.

სტრატეგია „One Geely”-ს  ფარგლებში, კომპანია აგრძელებს პროდუქციის ხაზის გაძლიერებას. დივერსიფიცირებული ბრენდები და შეთავაზებები მორგებულია გლობალური ბაზრის სხვადასხვა მომხმარებელთა სეგმენტის სპეციფიკურ მოთხოვნებზე.

  • Geely: ახალი ენერგიის ავტომობილების წამყვანმა გლობალურმა ბრენდმა იანვარში 82 990 ავტომობილი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ ინდონეზიის ბაზარზე წარმატებით ჩაეშვა მოდელი Geely Geome, რომლის ადგილობრივი წარმოებაც უკვე დაიწყო. Geely-ს შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების ხაზიდან მომხმარებელს 134 448 ერთეული მიეწოდა (ზრდა წინა თვესთან შედარებით 87%-ია). ამ მაჩვენებლით ბრენდი ზედიზედ უკვე მეცხრე წელია ინარჩუნებს ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი შიგაწვის ძრავიანი სამგზავრო ავტომობილების პოზიციას.

სამომავლო გეგმები

Geely Auto Group-ის მიზანია 2026 წლისთვის მთლიანმა გაყიდვებმა 3.45 მილიონ ავტომობილს მიაღწიოს, საიდანაც 640 000 ერთეული საერთაშორისო ბაზრებზე იქნება ორიენტირებული. უსაფრთხო და საიმედო გადაწყვეტებების შექმნის ერთგული Geely Auto Group გეგმავს ახალი მოდელების გამოშვების დაჩქარებას, გლობალური ქსელის გაფართოებასა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს მდგრად ზრდასა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნას მთელ მსოფლიოში.

Geely Auto-ს შესახებ

Geely Auto Group წამყვანი გლობალური საავტომობილო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ხანჯოუში, ჩინეთში. კომპანია დაარსდა 1986 წელს და წარმოადგენს Zhejiang Geely Holding Group-ის ნაწილს. Geely Auto Group აწარმოებს და ავითარებს სამგზავრო ავტომობილებს Geely, და Zeekr ბრენდების ქვეშ.

2025 წელს Geely Auto-ს ჯამურმა გაყიდვებმა 3 024 567 ერთეულს შეადგინა, რითაც კომპანიამ გადააჭარბა წლის დასაწყისში დასახულ გეგმას და დააფიქსირა წლიური 39%-იანი ზრდა. ახალი ენერგიის ავტომობილების (NEV) გაყიდვებმა 1 687 767 ერთეულს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 90%-იანი მატებაა.

ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, ელექტროფიკაციასა და მდგრად მობილობაზე ფოკუსირებით, Geely Auto Group ფლობს მსოფლიო დონის კვლევისა და განვითარების (R&D) ცენტრებსა და საწარმოებს ჩინეთში, ევროპასა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანია მიზნად ისახავს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის და ჭკვიანი ავტომობილების შექმნას, რაც მიიღწევა ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვით, როგორებიცაა ჰიბრიდული ძრავები, სრულად ელექტრო პლატფორმები, სმარტ-კავშირი და ავტონომიური მართვის სისტემები.

როგორც გლობალური კომპანია, Geely Auto Group აგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გამყარებას სტრატეგიული პარტნიორობის, ლოკალიზებული ოპერაციებისა და ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმების მეშვეობით. ბრენდი მიისწრაფვის შექმნას უფრო ეკოლოგიური და ხელმისაწვდომი მობილობის გადაწყვეტები, რითაც წვლილი შეაქვს მდგრადი ტრანსპორტის მომავლის განვითარებაში.

Latest news

All news