MONJARO
ავტომობილის ზომები
4,770
სიგრძე/მმ
1,895
სიგანე/მმ
1,689
სიმაღლე/მმ
2,845
თვლების ბაზა/მმ
კონფიგურატორი
|
ექსკლუზიურობა
შთაგონებულია მთების სიძლიერით და ბუნებრივი სილამაზით. შერწყმულია თანამედროვე ფუფუნების ელეგანტურობასთან.
საუკეთესო ემოციებით განმსჭვალული უნიკალური დინამიკა, რომელიც შთაგონებულია ბუნების სილამაზით.
ინტერიერის მშვიდი და ტევადი გარემო უზრუნველყოფს თქვენს ფიზიკურ და გონებრივ განტვირთვას.
პანორამული IMAX ეკრანი ავტომანქანაში ინტერაქციული შთაბეჭდილებებისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.
ზამშის დეკორატიული ნასვრეტებით და პერლამუტრის ფერის ჩანაკერებით მორთული ინტერიერის დიზაინი.
ინტელექტი
MONJARO-ს ინტელექტუალური ტექნოლოგიებისა და ფუნქციების წყალობით, ადამიანისა და ავტომანქანის ურთიერთქმედება არასოდეს ყოფილა ასეთი ეფექტური.
პროექციული ეკრანი
ზედა ეკრანი იძლევა სასარგებლო ინფორმაციას, როგორიცაა სიჩქარის შეზღუდვები, ნავიგაცია და გაფრთხილებები მძღოლის დახმარების შესახებ. ეკრანი უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას სწორედ იმ ადგილას, სადაც თქვენ ის მაქსიმალურად გჭირდებათ - ზუსტად თქვენი მხედველობის არეალში.
ადაპტური კრუიზ-კონტროლი
ადაპტური კრუიზ-კონტროლი (ACC) წარმოადგენს შესანიშნავ ასისტენტს, რომელიც დაგეხმარებათ სხვადასხვა სიტუაციებში, დაწყებული ქალაქის საცობებიდან, დამთავრებული ხანგრძლივი მოგზურობებით ავტობანზე. ადაპტური კრუიზ-კონტროლი ავტომატურად არეგულირებს სიჩქარეს და გეხმარებათ, შენარჩუნდეს უსაფრთხო მანძილი ავტომობილამდე და არ მოხდეს სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბება.
სავალი ზოლის შენარჩუნების დამხმარე ფუნქცია
სავალი ზოლის შენარჩუნების დამხმარე ფუნქცია (LKA) უზრუნველყოფს საჭის ავტომატურ მართვას, რათა მანქანა მუდმივად იყოს ზოლის ცენტრში. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თქვენი ზოლის უნებლიე გადაკვეთა, რაც საშუალებას მოგცემთ მართოთ ავტომაქანა ეფექტურად და უზრუნველყოთ უსაფრთხოება სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადასწრებისას.
დამხმარე ფუნქცია ავტონომიური პარკირების დროს
მას შემდეგ რაც თქვენი ავტომანქანა ამოიცნობს საპარკინგე სივრცეს, ავტონომიური პარკირების დამხმარე ფუნქცია (APA) ავტომატურად დაასრულებს პარკირების პროცესს. აღნიშნულ სისტემას შეუძლია პარკირების სხვადასხვა რეჟიმის ეფექტურად ამოცნობა (ჰორიზონტალური, ვერტიკალური და ირიბი), რაც ნებისმიერ სიტუაციაში დაეხმარება მძღოლს.
უსაფრთხოება
MONJARO-ში ყველა დეტალი შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მგზავრების მაქსიმალური უსაფრთხოება.
კამერა 5400 გრადუსიანი ხედვის კუთხით საშუალებას გაძლევთ უკეთ დაინახოთ, თუ რა ხდება თქვენი MONJARO-ს გარშემო და ქვემოთ.
ბრმა წერტილების მონიტორინგის სისტემა დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ შეჯახება, როდესაც თქვენს ბრმა წერტილებში იმყოფებიან სხვა ავტომანქანები.
გადაუდებელი დამუხრუჭების სისტემა სრულად აკონტროლებს გზას ავტომანქანის წინ და უზრუნველყოფს ავტომანქანის ავარიულ გაჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ვერ მოასწრებს დროულად რეაგირებას.
ავტომანქანის უკან გზის გადაკვეთის შესახებ გაფრთხილების სისტემა უზრუნველყოფს მძღოლის ინფორმირებას სატრანსპორტო საშუალებების ან ფეხით მოსიარულეთა ავტომანქანასთან უკნიდან მიახლოების შესახებ.
*პასუხისმგებლობის შეზღუდვა (დისქლეიმერი)
წინამდებარე გვერდზე წარმოდგენილია Geely Auto-ს მოდელები, რომლებიც იყიდება უცხოურ ბაზრებზე. მოდელები სხვადასხვა რეგიონებსა და ქვეყნებში შესაძლოა განსხვავდებოდეს გარეგნულად, ინტერიერის დიზაინით, აღჭურვილობით და ა.შ. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივ ავტორიზებულ დილერებს.