GEELY GEOME (EX2)

GEELY GEOME (EX2)

ავტომობილის მახასიათებლები

4,315 სიგრძე/მმ
1,805 სიგანე/მმ
1,570 სიმაღლე/მმ
2,650 თვლების ბაზა/მმ
114 მაქსიმალური სიმძლავრე ცხ.ძ
5 მგზავრი

კონფიგურატორი

|
loading icon
დიზაინი, სადაც მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი

დიზაინი, სადაც მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი

Geome (EX2) აერთიანებს კლასიკურ პროპორციებს, დინამიურ კონტურებს და გამორჩეულ განათებას. ეს კი ერთობლიობაში ქმნის თამამ, დაბალანსებულ იერსახეს, რომელიც ერთდროულად - კლასიკურიცაა და თანამედროვეც.

ჰარმონიული „ოქროს“ თანაფარდობა

ჰარმონიული „ოქროს“ თანაფარდობა ქმნის ავტომობილის ვიზუალურად დაბალანსებულ სილუეტს და უფრო რბილ და გლუვ აეროდინამიკურ პროფილს, რაც აუმჯობესებს როგორც სტილს, ასევე დინამიკურ მახასიათებლებს.
ჰარმონიული „ოქროს“ თანაფარდობა
ბუმბულის ფორმით შთაგონებული LED ფარები

ბუმბულის ფორმით შთაგონებული LED ფარები

ადაპტიური, შორი განათების ტექნოლოგიით აღჭურვილი LED ფარები 170 მეტრის სიგრძეზე და 22 მეტრის სიგანეზე ეფექტურად გაგინათებთ სავალ გზას.

სამყურას ფოთლის ფორმით შთაგონებული 16-დიუმიანი დისკები

სამყურას ფოთლების ორგანული სიმეტრიით შთაგონებული, 16-დიუმიანი დისკები განასახიერებს ბალანსს, ენერგიას და კლასიკურ სტილს ყოველ მოსახვევში.
სამყურას ფოთლის ფორმით შთაგონებული 16-დიუმიანი დისკები
image

მაღალი ხარისხის ბროლისგან დამზადებული გადაცემათა გადართვის ბერკეტი სალონს თანამედროვე იერსახეს სძენს და უზრუნველყოფს ავტომობილის ზუსტ მართვას.
ზეციური კომფორტი: პრემიუმ კლასის სავარძლები

ზეციური კომფორტი: პრემიუმ კლასის სავარძლები

ღრმად გადახრილი სავარძლები თავს რბილ დივანზე გაგრძნობინებთ, რაც თითოეულ მგზავრობას მშვიდს, მყუდროს და სასიამოვნოს ხდის.

სივრცე უკანა რიგის სავარძლების წინ

უკანა რიგის ფართო სავარძლები მოსალოდნელზე მეტ ფეხების დასადებ სივრცეს და კომფორტს გთავაზობთ, რაც თითოეულ მგზავრობას უფრო სასიამოვნოს ხდის.
სივრცე უკანა რიგის სავარძლების წინ
36 გადაწყვეტა პირადი ნივთების შესანახად

36 გადაწყვეტა პირადი ნივთების შესანახად

Geome (EX2) ფართო და ტევად დიზაინს გააზრებულად ორგანიზებულ სივრცესთან აერთიანებს და სალონში პირადი ნივთების შესანახ 36 პრაქტიკულ სათავსოს გთავაზობთ. თითოეული სათავსო საგულდაგულოდ არის შექმნილი მაქსიმალური კომფორტისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. თითოეული დიდი თუ პატარა ნივთი იდეალურად არის განთავსებული შესაბამის ადგილას. გონივრული დიზაინი, რომელიც თითოეულ მგზავრობას უფრო მოწესრიგებულ, სუფთა და კომფორტულ გამოცდილებად გარდაქმნის.

70 ლიტრის მოცულობის წინა საბარგული

Geome (EX2)-ის 70 ლიტრის მოცულობის წინა საბარგულის წყალობით, ბარგის და სხვა პირადი ნივთების შენახვა უკვე არა მარტო უკანა საბარგულშია შესაძლებელი. ეს მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის და უზრუნველყოფს დამატებით სივრცეს ყველა იმ ნივთის შესანახად, რომელიც გსურთ რომ ხელის ახლოს იყოს.
70 ლიტრის მოცულობის წინა საბარგული
10 ლიტრის მოცულობის სათავსო უჯრა მგზავრის მხარეს

10 ლიტრის მოცულობის სათავსო უჯრა მგზავრის მხარეს

მგზავრის მხარეს განთავსებული 10 ლიტრის მოცულობის სათავსო უჯრა მოსახერხებელი და ადვილად მისაწვდომი ადგილია აუცილებელი ნივთების შესანახად. იდეალურია პატარა ზომის ნივთებისთვის, დოკუმენტებისთვის ან გაჯეტებისთვის, ხელს უწყობს წესრიგის შენარჩუნებას სალონში და საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ხელის ახლოს თქვენთვის აუცილებელი პირადი ნივთები.

28 ლიტრის მოცულობის უკანა სათავსო

უკანა სავარძლების ქვეშ განთავსებული 28-ლიტრიანი სათავსო დამატებით სივრცეს ქმნის პირადი ნივთების შესანახად და საშუალებას გაძლევთ მოწესრიგებულად შეინახოთ ნივთები ისე, რომ არ გხვდებოდეთ თვალში. ამასთან, სივრცის თითოეული სანტიმეტრი მაქსიმალურად არის გამოყენებული.
28 ლიტრის მოცულობის უკანა სათავსო

20 ლიტრის მოცულობის სათავსო კონსოლზე

მძღოლისა და მგზავრის წინა სავარძლებს შორის არსებულ კონსოლზე განთავსებული 20 ლიტრის სათავსო საშუალებას გაძლევთ ხელის ახლოს გქონდეთ თქვენთვის აუცილებელი ნივთები. ტევადი, კარგად ორგანიზებული სათავსო იდეალურია პირადი ნივთების შესანახად და სალონში წესრიგის შესანარჩუნებლად.
20 ლიტრის მოცულობის სათავსო კონსოლზე
375-1,320 ლიტრის მოცულობის უკანა საბარგული

375-1,320 ლიტრის მოცულობის უკანა საბარგული

1,320 ლიტრამდე ტევადობის საბარგულით, უკანა სავარძლების გადაკეცვის შემთხვევაში, Geome (EX2) გთავაზობთ სივრცეს ყველაფრისთვის - დაწყებული ყოველდღიური შოპინგიდან, დამთავრებული შაბათ-კვირის მოგზაურობებით. სავარძლების აწევის შემთხვევაშიც კი, 375 ლიტრის მოცულობის სივრცე საშუალებას გაძლევთ კომფორტულად და მარტივად გადაიტანოთ ყოველდღიური მოხმარების ნივთები.

უკანა წამყვანთვლებიანი სავალი ნაწილი

Geome (EX) აღჭურვილია უკანა წამყვანთვლებიანი სავალი ნაწილით, რომელიც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მართვას, სვლის იდეალურ ბალანსს, და მართვისგან მიღებულ შეუდარებელ გამოცდილებას.
უკანა წამყვანთვლებიანი სავალი ნაწილი
ინტელექტუალური ელექტრო ამძრავი სისტემა 11-1-ში

ინტელექტუალური ელექტრო ამძრავი სისტემა 11-1-ში

ინტელექტუალური ელექტრო ამძრავი სისტემა 11-1-ში აერთიანებს ძრავას, ტრანსმისიას და მართვის სისტემებს ერთ კომპაქტურ ბლოკში, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტ ეფექტურობას, უხმაუროდ მუშაობას და რბილ, შეუფერხებელ დინამიკას.
image

ადაპტიური კრუიზ კონტროლი

ადაპტური კრუიზ კონტროლი (ACC) ინარჩუნებს უსაფრთხო მანძილს წინ მიმავალ ავტომობილთან სიჩქარის რეგულირების საშუალებით, რაც დაგეხმარებათ კომფორტულად და უსაფრთხოდ იმოძრაოთ მაგისტრალებზე ან ნელი მოძრაობის პირობებში.
ადაპტიური კრუიზ კონტროლი
ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება

ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება

ავტომატური საგანგებო დამუხრუჭების სისტემა (AEB) აკონტროლებს წინ მდებარე გზას და რთავს მუხრუჭებს, თუ აღმოაჩენს შეჯახების რისკს, რაც ხელს უწყობს შეჯახების სიმძიმის შემცირებას ან მის თავიდან აცილებას.

სამოძრაო ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილება

აღნიშნული ფუნქცია (LDW) გაფრთხილებთ, როდესაც ავტომანქანა იწყებს ზოლიდან გადახვევას, და გეხმარებათ თქვენი სვლის კურსის უსაფრთხოდ შენარჩუნებაში.
სამოძრაო ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილება
სავალი ნაწილის 540-გრადუსიანი გამჭვირვალე ხედი

სავალი ნაწილის 540-გრადუსიანი გამჭვირვალე ხედი

თავის საკუთარ კლასში უნიკალური, სავალი ნაწილის 540-გრადუსიანი გამჭვირვალე ხედი უზრუნველყოფს გარემოს რეალურ დროში ხილვადობას თუნდაც ავტომობილის ქვეშ. სავალი ნაწილის ინტელექტუალური სისტემა ავტომატურად აქტიურდება რთულ პირობებში და პანორამულ ცენტრალურ ეკრანზე ძარას ქვედა ნაწილის მკაფიო გამოსახულებას აჩვენებს. ერთი შეხებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად აკონტროლოთ დაბრკოლებები და რელიეფი; ეს კი უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხო და შეუფერხებელ მართვას ნებისმიერ სიტუაციაში.

სისტემა FlyMe Auto

ინტელექტუალური სისტემა FLyMe კარდინალურად ცვლის მართვის გამოცდილებას თავისი ინტუიციურად გასაგები ინტერფეისით, დახვეწილი გრაფიკული დიზაინით და ოპტიმიზირებული ურთიერთქმედებით. ნებისმიერ ფუნქციაზე წვდომა ერთი შეხებითაა შესაძლებელი, ხოლო საავტომობილო დონის ჩიპსეტი უზრუნველყოფს სისტემის შეუფერხებლად და დინამიურად მუშაობას. ორმაგი ეკრანის კონფიგურაცია - 8.8-დიუმიანი HD ინსტრუმენტების პანელი და 14.6-დიუმიანი HD საინფორმაციო-გასართობი ეკრანი - მაღალი სიცხადითა და სიზუსტით უზრუნველყოფს მყისიერ წვდომას საინფორმაციო-გასართობ სისტემებზე.
სისტემა FlyMe Auto
ინტელექტუალური კომფორტი თითოეულ დეტალში

ინტელექტუალური კომფორტი თითოეულ დეტალში

ინტელექტუალური ტექნოლოგიების წყალობით Geely Geome ყოველდღიურად გიმარტივებთ ცხოვრებას. ისიამოვნეთ თქვენი მოწყობილობის უსადენო დატენვით, თქვენ ავტომობილთან უწყვეტი კავშირით დისტანციური ინტელექტუალური ურთიერთქმედების საშუალებით და რბილი დაქოქვის სისტემით. ერთი შეხებით ყველა ფანჯრის აწევის ავტომატური ფუნქციის წყალობით, თითოეული მოგზაურობა მაქსიმალური კომფორტით იწყება და მთავრდება.
ინტელექტუალური სიმძლავრე, სწრაფი დამუხტვა

ინტელექტუალური სიმძლავრე, სწრაფი დამუხტვა

Geely Geome-ს სითხით გაგრილებადი აკუმულატორის სისტემა უზრუნველყოფს თანმიმდევრულ მუშაობას და საიმედოობას, ხოლო 1.66C ტიპის სწრაფი დამუხტვა საშუალებას გაძლევთ დამუხტოთ აკუმულატორი 30%-დან 80%-მდე სულ რაღაც 25 წუთში.

ცხაურის ტიპის ძარა

მაღალი სიმტკიცის ცხაურის ტიპის ძარა ზრდის ავტომობილის სიმტკიცეს და თანაბრად ანაწილებს დარტყმის ძალებს, რაც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხოებას ნებისმიერ სიტუაციაში.
ცხაურის ტიპის ძარა
მაღალი სიმტკიცის ჩარჩო

მაღალი სიმტკიცის ჩარჩო

მაღალი სიმტკიცის ჩარჩო ზრდის საერთო მდგრადობას და სტაბილურობას, უზრუნველყოფს საიმედო დაცვას და ზუსტ მართვას.

მზიდი ძარას უკანა ქვეჩარჩოს დაცვა

გამაგრებული უკანა ქვეჩარჩო ქმნის დამატებით დამცავ ფენას, რაც ხელს უწყობს დარტყმების შთანთქმას და ძირითადი კომპონენტების დაცვას შეჯახების შემთხვევაში.
მზიდი ძარას უკანა ქვეჩარჩოს დაცვა
სამმიმართულებიანი კონსტრუქცია

სამმიმართულებიანი კონსტრუქცია

ყოვლისმომცველი დაცვისთვის შექმნილი, ენერგიის შთანთქმის სამმიმართულებიანი კონსტრუქცია შთანთქავს და გადაამისამართებს შეჯახების შედეგად წარმოქმნილ ენერგიას ბევრი მიმართულებიდან, რაც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხოებას.

ტესტ დრაივი

გამოსცადე ჯილი: დაჯავშნე ტესტ დრაივი ახლავე!
მოითხოვე ტესტ დრაივი

ფასის მოთხოვნა

გსურთ გაიგოთ მეტი? მოითხოვეთ ფასი
მოითხოვე ფასი