Atlas Cool
ავტომობილის ზომები
128
მაქსიმალური სიმძლავრე, კვტ
172
მაქსიმალური სიმძლავრე, ცხ.ძ.
290
მაქსიმალური ბრუნვის მომენტი, ნმ
6
საწვავის მოხმარება, ლ/100 კმ
2,701
თვლების ბაზა, მმ
კონფიგურატორი
|
მაღალმწარმოებლური ძრავა 1.5TD აღჭურვილია ტურბინირებული ძრავით, გაუმჯობესებული სისტემით
თავისუფლად იმოძრავეთ ქალაქის ქუჩებში სწრაფი აჩქარებისა და სიმძლავრის რბილი მიწოდების სისტემის წყალობით; თქვენ მიერ განხორციელებული თითოეული გადასწრება, საცობებში გადაადგილება, თუ ავტომაქანების ნაკადთან შეერთება გზატკეცილზე - შესრულდება რბილად, მსუბუქად და სრული კონტროლის პირობებში.
540-გრადუსიანი ხედვის კამერა
თავდაჯერებულად იმოძრავეთ ქალაქში 540-გრადუსიანი ხედვის უსაფრთხოების კამერის დახმარებით, რომელიც უზრუნველყოფს 360-გრადუსიან წრიულ ხედვას და ვიზუალურად ასახავს თქვენი ავტომობილის მოძრაობის ტრაექტორიას კომფორტული მანევრირებისთვის.
ინტერიერის გაუმჯობესებული კომფორტი
ისიამოვნეთ შეუდარებელი კომფორტით თანამედროვე სალონში, რომელიც აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიით, ატმოსფერული განათების სიტემით და ფართო, სივრცული დიზაინით.
7-საფეხურიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი
უნაკლო სიზუსტე თანხვედრაშია ეფექტურობასთან, სიმძლავრის პრაქტიკულად ნულოვანი დანაკარგისა და სიჩქარეების ელვისებური გადართვის (0.2 წამი) წყალობით; ხოლო მოწინავე, ორმაგი გადაბმულობის ტექნოლოგია საწვავის მნიშვნელოვან ეკონომიას განაპირობებს.
ბრმა წერტილების ამოცნობის სისტემა
გააძლიერეთ უსაფრთხოება ბრმა ზონების შესახებ ინტელექტუალური გაფრთხილებებით. აღნიშნული შეტყობინებები აერთიანებს ვიზუალურ და ხმოვან სიგნალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამოძრაო ზოლის თავდაჯერებულ და უსაფრთხო შეცვლას.
Atlascool 360
მიიპყარით საყოველთაო ყურადღება დინამიური LED განათებით, ორფეროვანი ძარათი, 19-დიუმიანი ალუმინის დისკებით და სპორტული, ოთხმილიანი გამოსაბოლქვი სისტემით, რომლებიც ურბანულ ელეგანტურობასა და სიმძლავრეს ასხივებენ.
დინამიური ურბანული სტილი
Atlascool-ის ელეგანტური დიზაინი ასახავს ურბანული ცხოვრების არსს, აერთიანებს სპორტულ ელეგანტურობას თანამედროვე ესთეტიკასთან. ჩრდილოეთის ციალისგან შთაგონებული განათების ფარები, ორფეროვანი ძარა და 19-დიუმიანი ალუმინის დისკები შთამბეჭდავ, გამორჩეულ იერსახეს ქმნიან.
19-დიუმიანი ალუმინის დისკები
დახვეწილი 19-დიუმიანი ალუმინის დისკები აძლიერებს სტილს და აუმჯობესებს სტაბილურობას; ეს კი ავტომობილს გზაზე თავდაჯერებულ იერს ანიჭებს.
სპორტული ორმხრივი ოთხმილიანი გამოსაბოლქვი სისტემა
ელეგანტური ოთხმილიანი გამოსაბოლქვი სისტემა ჰარმონიულად ავსებს Atlascool-ის თანამედროვე სტილს და მას გამორჩეულად სპორტულ ხასიათს სძენს.
ურბანული მაგიური კუბის იერის მქონე რადიატორის ცხაური
რადიატორის გამორჩეული გეომეტრიული ცხაური თამამ, თუმცა დახვეწილ პირველ შთაბეჭდილებას ქმნის, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის თანამედროვე მიმზიდველობას.
ქალაქური სტილის LED განათების ფარები
256 მაღალი სიზუსტის LED ელემენტი უზრუნველყოფს მკაფიო, მაღალტექნოლოგიურ განათებას, რომელიც აძლიერებს როგორც ფუნქციონალურობას, ასევე სტილს, და იდეალურია ცოცხალი ქალაქური ღამეებისთვის.
ქალაქური სტილის უკანა განათების LED ფარები
ვარსკვლავისებური სტილის უკანა ფარები ქმნის განათების უნიკალურ, საფირმო ეფექტს, უზრუნველყოფს მაღალ ხილვადობას და გამოარჩევს თქვენ Atlascool -ს მრავალ სხვა ავტომობილს შორის.
ძარას კონტურები დინამიური შუქ-ჩრდილებით
გამოძერწილი ძარას კონტურები დინამიურად ასახავს სინათლისა და ჩრდილის შერწყმას, დიზაინს სიღრმესა და დინამიზმს მატებს, და ქმნის თანამედროვე, დახვეწილ იერსახეს.
გაუმჯობესებული ინტერიერი
ჩასხედით შეუდარებელი კომფორტისთვის შექმნილ სალონში, სადაც მოწინავე ტექნოლოგიები თანამედროვე დახვეწილობას ხვდება.
ცენტრალური კონსოლის თანამედროვე დიზაინი
ელეგანტური, თანამედროვე კონსოლი ერთმანეთში შერწყმული კონტურებით, ქმნის სიღრმისა და დახვეწილობის შეგრძნებას.
13.2-დიუმიანი ცენტრალური მართვის ეკრანი
2K დისპლეი ნათელი ფერებით, მაღალი გარჩევადობით და შუქის არეკვლის (სიკაშკაშის) საწინააღმდეგო ტექნოლოგიით, უზრუნველყოფს კრისტალურად სუფთა გამოსახულებას ნებისმიერი განათების პირობებში.
კონდიციონერის დეფლექტორები/ჰაერგამტარები
კონდიციონერის დეფლექტორები/ჰაერგამტარები უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს ყველა მგზავრისთვის.
15-ვატიანი უსადენო დატენვა
სწრაფი და მოსახერხებელი 15-ვატიანი უსადენო დატენვა უზრუნველყოფს თქვენი მოწყობილობების დატენვას ავტომობილით მოგზაურობის დროს.
ურბანისტული ინტერიერის 72-ფერიანი განათება
ინტერიერის ინტერაქტიული განათება 72 ფერით სხვადასხვა რეჟიმში ქმნის თბილ, მიმზიდველ გარემოს
ურბანისტული პანორამული ლუქი
ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი პანორამული ლუქი, წვიმის სენსორებით აღჭურვილი საქარე მინის საწმენდები და შუშებზე, კარებზე, საბარგულზე და ლუქზე ხელის ან უცხო სხეულის მოყოლით გამოწვეული ტრავმებისგან დამცავი ტექნოლოგია გთავაზობთ განსაკუთრებულ ხედებს და მშვიდ, უსაფრთხო მოგზაურობას.
მოწინავე ტექნოლოგიები
Atlascool-ის საკუთარ კლასში საუკეთესო ADAS (მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემების ერთობლიობა) ტექნოლოგია აუმჯობესებს ყოველდღიურ გადაადგილებას ქალაქში; შესაბამისად, თითოეული თქვენი მოგზაურობა უფრო უსაფრთხო, მსუბუქი და მოსახერხებელია. მძღოლის დამხმარე ინტელექტუალური სისტემების წყალობით, ქალაქის დატვირთულ ქუჩებში მოძრაობა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი.
უსაფრთხოების სისტემა 540-გრადუსიანი წრიული ხედვით
ოთხი მაღალი გარჩევადობის კამერა უზრუნველყოფს სრულ 360-გრადუსიან ხედვას, მათ შორის ავტომობილის ქვეშ არსებულ ხედს, რაც დაგეხმარებათ თავდაჯერებულად მანევრირებაში ქალაქში არსებული ინტენსიური მოძრაობის პირობებში.
სამოძრაო ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემა
სამოძრაო ზოლის ამოცნობის ინტელექტუალური სისტემა თქვენ ავტომობილს საკუთარ სავალ ზოლში დარჩენაში ეხმარება, ხოლო საჭის ავტომატური რეგულირება თავიდან აგაცილებთ სავალი ზოლიდან უნებლიე გადასვლას ყოველდღიური მგზავრობის დროს.
გამაფრთხილებელი სისტემა უკნიდან ან გვერდიდან მოახლოებული ავტომობილების შესახებ
თამამად იმოძრავეთ უკუსვლით ქალაქის საპარკინგო სივრცეებში გამაფრთხილებელი სისტემის დახმარებით, რომელიც აფიქსირებს გვერდიდან ან უკნიდან მოახლოებულ ავტომობილებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შეჯახების რისკს.
ავტომატური საგანგებო დამუხრუჭების სისტემა
აფიქსირებს პოტენციურ საფრთხეებს, მათ შორის ავტომობილებსა და ფეხით მოსიარულეებს, და ავტომატურად ააქტიურებს მუხრუჭებს შეჯახების თავიდან ასაცილებლად ან მინიმუმამდე შესამცირებლად.
წინა შეჯახების შესახებ გაფრთხილების სისტემა
თანამედროვე სენსორები მყისიერად გაფრთხილებთ და გეხმარებათ წინა შეჯახებების თავიდან აცილებაში და უზრუნველყოფს თქვენ უსაფრთხოებას მაღალი სიჩქარით თუ საცობებში მოძრაობისას.
შეუდარებლად ფართო სივრცე
გადააქციეთ თითოეული თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარ გამოცდილებად ტევადი ინტერიერის და დიზაინის დახმარებით, რომელიც შექმნილია მაქსიმალური კომფორტისა და პრაქტიკულობისთვის.
2,701 მმ თვლების ბაზა – სივრცე და კომფორტი
მაქსიმალური კომფორტი სალონში საკუთარ სეგმენტში საუკეთესო 2,701 მმ თვლების ბაზის წყალობით, რომელიც უზრუნველყოფს შეუდარებელ სივრცეს და თავისუფლებას.
საკუთარ სეგმენტში საუკეთესო სივრცე ფეხებისთვის სავარძლების მეორე რიგში
მოხერხებულად მოკალათდით და დაისვენეთ სავარძლების მეორე რიგში ფეხების დასადები დიდი სივრცის წყალობით, რომელიც თითოეული მოგზაურობისას ახალ სტანდარტებს აწესებს მგზავრების კომფორტისთვის.
1,271 ლიტრი მოცულობის საბარგულის მოქნილი სივრცე
ჩაალაგეთ უფრო მეტი ნივთი და იმგზავრეთ უფრო შორს 1,271 ლიტრი მოცულობის მქონე საბარგულის დახმარებით, რომელიც ადვილად ერგება თქვენ საჭიროებებს გადასაკეცი სავარძლების წყალობით.
ავტომობილის საბარგულის კარის ავტომატური გაღება-დახურვის სისტემა
გაამარტივეთ თქვენი ბარგის ჩალაგება-ამოლაგების პროცესი სწრაფად რეაგირებადი საბარგულის ავტომატური კარის დახმარებით, რაც თქვენ ყოველდღიურ მგზავრობას დამატებით კომფორტს შემატებს.
მომხმარებელზე მორგებული სალონის სათავსო სივრცე
თქვენი პირადი ნივთების შესანახი მოსახერხებელი სივრცეები სალონში: შეინახეთ თქვენი ნივთები 39 სტრატეგიულად განლაგებულ სათავსოში. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი ინტერიერი კომფორტულ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში.