ATLAS
ავტომობილის ზომები
4,670
სიგრძე/მმ
1,900
სიგანე/მმ
1,705
სიმაღლე/მმ
2,777
თვლების ბაზა/მმ
კონფიგურატორი
|
დიზაინი
Atlas გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, რომელშიც ჰარმონიულად არის გაერთიანებული ავტომობილის ძარის დინამიური კონტურები, ფუტურისტული სტილი და მოწინავე ტექნოლოგიები. Atlas-ის თითოეული შტრიხი - დაწყებული თამამი წინა პანელიდან და დამთავრებული თვალისმომჭრელი უკანა მაშუქი ფარებით, საგულდაგულოდ არის შემუშავებული და ქმნის მართლაც უნიკალურ მართვის გამოცდილებას მომხმარებლისთვის.
დიზაინის კონცეფცია
Atlas ასახავს "Vision Starburst"-ის უახლესი დიზაინის ფილოსოფიას, რომელიც ორგანულად აერთიანებს ფუტურისტულ ესთეტიკას მოწინავე ციფრულ ტექნოლოგიებთან. ავტომობილის დახვეწილი კონტურები, რბილი მოხაზულობები და ვიზუალური მოტივები დეტალურად ასახავს ტრადიციული დიზაინის ელემენტების შერწყმას თანამედროვე ციფრულ ინოვაციებთან, რაც ჭეშმარიტად უნიკალურ, განსაცვიფრებელ ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის მომხმარებლებისთვის.
LED ფარები
Atlas LED ფარები თქვენ ავტომანქანას არა მარტო ელეგანტურ და დახვეწილ იერს ანიჭებს, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხილვადობას და უსაფრთხოებას გზაზე. LED ფარები უფრო ნათელ და სტაბილურ შუქს ასხივებენ და უზრუნველყოფენ ოპტიმალურ ხილვადობას ღამით, ან სუსტი განათების პირობებში მოძრაობისას.
20-დუიმიანი ვერცხლისფერი და შავი დისკები
შეიგრძენით სტილისა და დახვეწილობის შესანიშნავი კომბინაცია, რომელსაც უზრუნველყოფს 20-დიუმიანი ვერცხლისფერი და შავი დისკები. ვერცხლისფერი და შავი ფერები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ძლიერ, მოელვარე ალმასის ქვების მაგვარ ვიზუალურ შთაბეჭდილებას ავტომანქანისგან.
უკანა ბამპერის სპოილერი
უკანა ბამპერის სპოილერის გამორჩეული ფორმა და კუთხე ქმნის გაბედულ შთაბეჭდილებას, და ხაზს უსვამს ავტომობილის თანამედროვე დიზაინს.
უკანა LED ფარები
LED განათების ზოლთან დაკავშირებული უკანა LED ფარები ასახავს ფუტურისტულ დიზაინს, ქმნის მშვიდ და თანამედროვე ესთეტიკას, რაც მკაფიოდ გამოარჩევს ავტომობილს მოძრაობის ნაკადში.
კომფორტი
თითოეული მოგზაურობის დროს, Atlas ზრუნავს თქვენ კომფორტზე. ტევადი სალონი, პრემიუმ კლასის მდიდრული სავარძლები და ცენტრალური მართვის ეკრანი შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს მსუბუქი, სასიამოვნო მართვის გამოცდილება.
სილამაზე შეხებაშია
შეიგრძენით ახლებური სიმშვიდე და კომფორტი
შეიგრძენით ტევადი წინა სალონისა და პრემიუმ კლასის სავარძლების ნაზი შეხება, რომელიც უშფოთველ, მშვიდ გარემოს ქმნის თქვენი მოგზაურობისთვის.
მოსახერხებელი, ინტელექტუალური, ინტერაქტიული მართვა
მართეთ თქვენი ავტომობილი მარტივად და მშვიდად 13.2-დიუმიანი ცენტრალური მართვის ეკრანის საშუალებით.
სიმფონია ბორბლებზე
INFINITY-ს დინამიკები გიწვევთ საკონცერტო დარბაზში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მაღალი ხარისხის, პროფესიონალური ჟღერადობა, რომელიც სრულ ჰარმონიაშია თქვენ მოგზაურობასთან.
ტექნიკური მახასიათებლები
Atlas-ის ტექნიკური მახასიათებლები დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ ავტომობილით მოგზაურობის დროს. 2.0T სიმძლავრის მქონე ძრავის და 7DCT სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის კომბინაცია მართვის უპრეცედენტო გამოცდილებას შეგძენთ და კიდევ უფრო ძლიერ სურვილს აღგიძრავთ.
ძრავი 2.0 TD
Atlas აღჭურვილია 2.0 TD ძრავით, რომელიც იოლად უზრუნველყოფს 218 ცხ.ძ. სიმძლავრეს და 325 ნმ ბრუნვის მომენტს. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ სიმძლავრეს, რადგან ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ 2.0 TD ძრავი მაღალი ენერგოეფექტურობის მისაღწევად; ასე რომ, თამამად შეგიძლიათ ისიამოვნოთ თქვენი მოგზაურობით ხარჯებზე ფიქრის გარეშე.
უსაფრთხოება
ჩვენ უახლესი ტექნოლოგიებით აღვჭურვეთ Atlas, ეს კი უზრუნველყოფს თქვენ სრულ უსაფრთხოებას თითოეული მგზავრობისას. Atlas აღჭურვილია უსაფრთხოების ფუნქციების ფართო სპექტრით, რომელიც საიმედოდ დაგიცავთ თქვენ და თქვენ მგზავრებს, და ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხო, მშვიდ მოგზაურობას.
ფოლადისგან დამზადებული ჩარჩო უზრუნველყოფს მგზავრების შეუდარებელ დაცვას 32,000 Nm/0 ტორსიული სიმტკიცით. შეჯახების შემთხვევაში, ფოლადის ჩარჩო ეფექტურად შთანთქავს და ანაწილებს დარტყმის ძალას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოქმედებას მგზავრებზე.
ექვსი აირბალიში სტრატეგიულად არის განლაგებული ავტომობილში და უზრუნველყოფს მგზავრების სრულ დაცვას როგორც წინა, ასევე უკანა სავარძლებზე.
ადაპტური კრუიზ-კონტროლი
Atlas-ის ადაპტური კრუიზ-კონტროლი (ACC) ავტომობილის მართვას უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს ხდის ისეთი ფუნქციების წყალობით, როგორიცაა ავტომატური აჩქარება და შენელება და სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებაში უსაფრთხო მანძილის შენაჩუნების შესაძლებლობა.
ავტომატური ავარიული დამუხრუჭება
ავტომატური ავარიული დამუხრუჭების სისტემა (AEB) დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეჯახება და დაგიცავთ თქვენ და თქვენ მგზავრებს შესაძლო რისკებისაგან. აღნიშნული ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთ სიტუაციებში, როდესაც ფეხით მოსიარულე ან ცხოველი მოულოდნელად გადაგირბენთ გზაზე, ან როდესაც სხვა ავტომობილი მოულოდნელად გადაგიჭრით გზას.
გაფრთხილება ზოლიდან გასვლის შესახებ
აღნიშნული ფუნქცია (LDW) დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მოძრაობის ზოლიდან გასვლის შედეგად წარმოქმნილი ავარიები, და უზრუნველყოთ თქვენი და თქვენი მგზავრების საგზაო უსაფრთხოება. აღნიშნული ფუნქციის გააქტიურებისას, ჩაირთვება საქარე მინაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერები, რომლებიც იწყებენ სამოძრაო ზოლზე არსებული საგზაო მონიშვნის მონიტორინგს.
გზატკეცილზე მართვის დამხმარე სისტემა
გზატკეცილზე მართვის დამხმარე სისტემა (HWA) შექმნილია უსაფრთხოებისა და კომფორტის გასაუმჯობესებლად გზატკეცილზე მოძრაობისას სენსორების შერწყმის მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის გარშემო არსებული სიტუაციის ზუსტ მონიტორინგს და ავტომობილის სიჩქარის შესაბამისად დარეგულირებას. ადაპტური კრუიზ-კონტროლის გარდა, გზატკეცილზე მართვის დამხმარე სისტემა HWA ასევე აღჭურვილია სამოძრაო ზოლის ცენტრირების და ზოლის შეცვლის დამხმარე ფუნქციებით. HWA ასევე ინტეგრირებულია ADAS-ის სხვა ფუნქციებთან, როგორიცაა საგზაო ნიშნების ამოცნობა (TSR) საგზაო მოძრაობის პირობების უფრო სრულყოფილი აღქმის მიზნით.
* შენიშვნა
წინამდებარე გვერდზე წარმოდგენილია Geely Auto მოდელები, რომლებიც იყიდება უცხოურ ბაზრებზე. მოდელები სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში შეიძლება განსხვავდებოდეს გარეგნულად, ინტერიერის დიზაინით, კომპლექტაციით და ა.შ. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადგილობრივ ავტორიზებულ დილერებს.