ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია "კავკასუს ავტომოტივი" Geely-ს ბრენდის წარმომადგენელი, აცხადებს ვაკანსიას სერვის მრჩევლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვისში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- ავტომობილის სერვისზე მიღება, მონაცემების დარეგისტრირება და პროგრამაში იდენტიფიცირება;
- მომხმარებლისთვის მომსახურებისა და ნაწილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ფასის შეთანხმება;
- გაწეული მომსახურების შესახებ SAP პროგრამაში განაცხადის გახსნა/დახურვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
- ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის მიმართულებით;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- სასურველია საავტომობილო სფეროს სრულყოფილად შესწავლის უნარი.
დამატებითი მოთხოვნები:
- პუნქტუალურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდსა და მეგობრულ გარემოს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- სხვადასხვა სახის კორპორატიულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს;
- მრავალფეროვან ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს.