მოლარე-ოპერატორი

გამოცდილება :

იდენტური მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

დასრულების თარიღი :

01/04/2024

მოლარე-ოპერატორი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.


ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.


თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.


ამჯერად, თეგეტას შვილობილი კომპანია "კავკასუს ავტომოტივი" Geely-ის ბრენდის სახელით აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.


თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

  • მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • საგადასახადო–ანგარიშფაქტურების გამოწერა;
  • სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
  • სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
  • სალაროს წიგნის წარმოება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მომსახურების ან იდენტური მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • Microsoft Office ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.


თეგეტაში დაგხვდება:

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
  • მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

შეავსე განაცხადი

ატვირთე რეზიუმე *