
TUGELLA
ავტომობილის ზომები
4,605
სიგრძე/მმ
1,878
სიგანე/მმ
1,643
სიმაღლე/მმ
2,700
თვლების ბაზა/მმ
კონფიგურატორი
|

CMA (კომპაქტური მოდულარული არქიტექტურა)
CMA არის მსოფლიო დონის მოდულური არქიტექტურა, რომელიც იოლად ადაპტირდება ძალურ აგრეგატების, უსაფრთხოების სისტემების და უახლესი ტექნოლოგიების ფართო დიაპაზონზე. CMA-ს მაღალი მოქნილობა ინჟინრებს და დიზაინერებს ინოვაციების შექმნისთვის გაცილებით უფრო მეტ სივრცეს და უსაზღვრო შესაძლებლობებს ანიჭებს. BorgWarners-ის ინტელექტუალურ სისტემას შეუძლია უზრუნველყოს უკეთესი მართვის რეჟიმი უგზოობის პირობებში, სიჩქარეთა გონიერი შეცვლა და შესანიშნავი სამუშაო მახასიათებლები.
8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი
8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი უზრუნველყოფს ძრავის მყისიერ ამუშავებას დაბალ ბრუნზე და გაუმჯობესებულ საწვავის ეკონომიას მაღალ ბრუნზე, რაც სიჩქარეთა უხმაურო და რბილი გადართვის საწინდარია. 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ასევე აღჭურვილია სიჩქარეთა ცვლის მრუდისა და ლოგიკის ავტომატური მართვის სისტემით. მე-8 სიჩქარის ჩართვა შესაძლებელია 80 კმ/სთ სიჩქარეზე, რაც ხელს უწყობს ავტომანქანის მიერ საწვავის ეკონომიურ მოხმარებას.


2.0 ლიტრიანი ძრავა
G-Power-ის მიერ შექმნილი 2.0 ლიტრიანი ძრავა ზედიზედ სამი წლის განმავლობაში (2015-2017) გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - "Ward-ის 10 საუკეთესო ძრავის" მფლობელი. ძრავა აღჭურვილია ტურბოჩაბერვიანი პირდაპირი შეფრქვევის თანამედროვე, გაუმჯობესებული სისტემით, რომელიც დაგეხმარებათ საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის შემცირებაში და თერმული მარგი ქმედების კოეფიციენტის გაუმჯობესებაში.

მაღალი მკაფიოობის (HD) ეკრანი
მაღალტექნოლოგიური მანქანების გასართობი აღჭურვილობა თქვენს მოგზაურობას უფრო საინტერესოს გახდის. 12-დიუმიანი ორმაგი ეკრანი ასევე აჩვენებს მძღოლის დახმარების თანამედროვე სისტემების (ADAS) ფუნქციებს, რომლებიც თითოეულ თქვენს მოგზაურობას უფრო უსაფრთხოს გახდის.

უსადენო დატენვის სისტემა და A-ტიპის დასატენი პორტები
TUGELLA-ს უსადენო დატენვის სისტემა და A-ტიპის დასატენი პორტები უზრუნველყოფს თქვენი მობილური ტელეფონების და სხვა მოწყობილობების მოსახერხებელ და ეფექტურ მუშაობას მგზავრობის დროს.