The New Monjaro
ავტომობილის ზომები
2,845
თვლების ბაზა, მმ
175
მაქსიმალური სიმძლავრე, კვტ
238
მაქსიმალური სიმძლავრე, ცხ.ძ.
350
მაქსიმალური ბრუნვის მომენტი, ნმ
9
საწვავის მოხმარება, ლ/100 კმ
კონფიგურატორი
|
მგზავრობისგან მიღებული შეუდარებელი გამოცდილება
ისიამოვნეთ უფრო სტაბილური, რბილი და დახვეწილი მგზავრობით ადაპტიური CCD (ამორტიზაციის რბილი რეგულირების სისტემა) საკიდარის წყალობით, რომელიც რეალურ დროში ადაპტირდება გზის პირობებსა და თქვენი მართვის სტილზე, აუმჯობესებს მართვის პარამეტრებს და უზრუნველყოფს ოპტიმალურ კომფორტს მთელი მგზავრობის განმავლობაში.
სრულამძრავი სისტემის გაუმჯობესებული შესაძლებლობები
თამამად და თავდაჯერებულად დაძლიეთ ცვალებადი რელიეფი ინტელექტუალური სრულამძრავი სისტემის მეშვეობით, რომელიც რეალურ დროში ადაპტირდება და უზრუნველყოფს სრულ კონტროლს თქვენს ავტომობილზე.
აბსოლუტური კონტროლი
აღმოაჩინეთ პრემიუმ ხარისხის კომფორტი წინა სავარძლების წყალობით, რომლებიც აღჭურვილია გაგრილებისა და მასაჟის ფუნქციებით. აღნიშნული ფუნქციები შექმნილია დაძაბულობის მოსახსნელად და თქვენი კომფორტის გასაუმჯობესებლად თითოეული მგზავრობის დროს.
დასვენება და სიმშვიდე კონტროლის ქვეშ
ღილაკზე ერთი შეხებით გადახარეთ სავარძლის საზურგე, ხოლო წინა მგზავრის სავარძელი იოლად გადაიკეცება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს შეუდარებელ კომფორტს მგზავრობის განმავლობაში.
მსოფლიო კლასის ძალური გადაცემა 2.0 TD+8AT
ყოველთვის იმგზავრეთ გაუმჯობესებული 2.0 TD ძალური დანადგარით და რბილი, სტაბილური 8-სიჩქარიანი ტრანსმისიის სისტემით, რომელიც შექმნილია სწრაფი რეაგირებისა და ზუსტი მართვისთვის.
მძღოლის დამხმარე გაუმჯობესებული მეორე დონის სისტემა L2
მართეთ უფრო ჭკვიანურად და უსაფრთხოდ L2 დონის ფუნქციების მეშვეობით, როგორიცაა ადაპტიური კრუიზ კონტროლი, სავალი ზოლის შენარჩუნების ასისტენტი და საგანგებო დამუხრუჭების სისტემა, რომლებიც ერთობლივად, სინქრონულად ფუნქციონირებენ.
540-გრადუსიანი ხედვის კამერა
აკონტროლეთ ყველაფერი 540-გრადუსიანი ხედვის კამერის სისტემის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს პანორამულ ხედვას ჩიტის ფრენის სიმაღლიდან რეალურ დროში, რაც მგზავრობის რთულ პირობებში თავდაჯერებულად მანევრირების საშუალებას მოგცემთ.
სრულად ავტომატიზირებული წარმოების სიზუსტე
სრულად ავტომატიზირებული, მიკრონული სიზუსტის წარმოების სტანდარტების მიხედვით შექმნილი ახალი Monjaro მკაფიოდ ასახავს Geely-ის ერთგულებას მსოფლიო კლასის, მაღალი სიზუსტის ინტელექტუალური წარმოების მიმართ.
ახალი Monjaro 360
ახალი Monjaro ნებისმიერი რაკურსიდან იპყრობს ყურადღებას. მისი თამამი იერი, ქანდაკების მსგავსად გამოძერწილი სილუეტი და და რადიატორის საფირმო დეკორატიული ცხაური ეფექტურად ერწყმის აეროდინამიკურ მოხაზულობებს, რომლებიც გადმოსცემს სიზუსტეს და პრეზენტაბელურობას. გრძელი 2,845 მმ თვლების ბაზით და შთამბეჭდავი პროპორციებით, ავტომობილი შექმნილია ქალაქში ელეგანტურად და ავტორიტეტულად გადასაადგილებლად.
ფუფუნებისა და კომფორტის ახალი აღქმა
უნაკლო კომფორტისა და სრული კონტროლისთვის შექმნილი ახალი Monjaro თქვენი მოგზაურობის თითოეულ მომენტს პრემიუმ კლასის ფუფუნებით ავსებს.
ადაპტიური CCD (ამორტიზაციის რბილი რეგულირების სისტემა) საკიდარი
ინტელექტუალური ამორტიზაციის სისტემა, რომელიც რეალურ დროში რეგულირდება, უზრუნველყოფს რბილ, შეუფერხებელ მგზავრობას ნებისმიერი ტიპის გზაზე, რაც, თავის მხრივ, მაქსიმალური კომფორტის და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს. აღნიშნული გაუმჯობესებული საკიდარი, რომელიც, ჩვეულებრივ, მხოლოდ პრემიუმ კლასის მდიდრულ ჯიპებში გვხვდება, ახალ Monjaro-ს უზრუნველყოფს მგზავრობის ისეთი ხარისხით, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მის საკუთარი კლასში არსებულ სტანდარტებს.
საკუთარ კლასში საუკეთესო გრძელი თვლების ბაზა
ისიამოვნეთ დიდი სივრცით, გაუმჯობესებული სტაბილურობით და ინტერიერის ფართო სივრცით 2,845 მმ სიგრძის თვლების ბაზის წყალობით.
მძღოლის სავარძელში ინტეგრირებული მასაჟის ფუნქცია
დაიწყეთ თითოეული თქვენი მგზავრობა კომფორტულად მასაჟის ფუნქციების წყალობით, რომლებიც შეგიმსუბუქებთ დაძაბულობას და, ამასთანავე, არ მოადუნებს თქვენს ყურადღებას.
წინა სავარძლის გადაკეცვა ერთი ღილაკით
გადაკეცეთ წინა სავარძელი ღილაკზე ერთი შეხებით. აღნიშნული ფუნქცია უზრუნველყოფს წინა სავარძლის მგზავრებს წარმომადგენლობითი კლასის კომფორტით მგზავრობის დროს.
წინა სავარძლებში ინტეგრირებული ვენტილაციის ფუნქცია
ისიამოვნეთ სიგრილით და სიმშვიდით ვენტილირებადი წინა სავარძლების საშუალებით, რომლებიც შექმნილია კომფორტისთვის ნებისმიერ ამინდში.
ღილაკი Boss Button („უკანა სავარძლების სივრცის მართვა“)
მართეთ უკანა სავარძლების კომფორტი ღილაკზე ერთი შეხებით და შეცვალეთ სივრცე მაქსიმალური რელაქსაციისთვის.
სამზონიანი ავტომატური კონდიციონერი
დაარეგულირეთ ინდივიდუალური კლიმატი თითოეული ზონისთვის ინტერიერში ინტეგრირებული ინტელექტუალური კლიმატკონტროლის სისტემის საშუალებით.
უსადენო სისტემა Apple CarPlay
დააკავშირეთ თქვენი სმარტფონი უსადენოდ და მართეთ აპლიკაციები, მუსიკა და სატელეფონო ზარები ელეგანტური და ინტუიციურად გასაგები ინტერფეისის საშუალებით.
ოთხზონიანი პერსონალური მართვა ხმის საშუალებით
შექმენით თქვენი მართვის პერსონალური სტილი ხმოვანი ბრძანებების საშუალებით, რომლებიც ამოიცნობენ და ინდივიდუალურად რეაგირებენ კონკრეტულ ზონებზე.
12.3 დიუმიანი სამმაგი დისპლეი
შეიგრძენით ინტელექტუალური მართვის გამოცდილება სამი მაღალი გარჩევადობის დისპლეის მეშვეობით, რომელთა მეშვეობით ინფორმაცია, ნავიგაცია და გართობა ყოველთვის თქვენს ხელთ არის.
12-დინამიკიანი აუდიო სისტემა Infinity™
დატკბით თითოეული ნოტის განსაცვიფრებელი სიცხადით 12-დინამიკიანი აუდიო სისტემა Infinity™-ს მეშვეობით რომელიც შექმნილია მაღალი აკუსტიკური სიზუსტისთვის.
შეუჩერებელი ძალა
მსოფლიო კლასის 2.0TD ძრავა გამოიმუშავებს 238 ცხენის ძალას და 350 ნმ ბრუნვის მომენტს, რომელიც უზრუნველყოფს შეუფერხებელ სიმძლავრეს თითოეულ მოსახვევში.
გადაცემათა რბილი გადართვა
8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია უზრუნველყოფს სიჩქარეთა სწრაფ და რბილ გადართვას, აუმჯობესებს კონტროლს და მართვის სიმსუბუქეს.
გაუმჯობესებული სრულამძრავი სისტემა
მყისიერად მოერგეთ გზის ცვალებად პირობებს ინტელექტუალური სრულამძრავი სისტემის დახმარებით, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ მოჭიდებას, ბალანსს და თავდაჯერებულობას ნებისმიერი ტიპის რელიეფზე.
სწრაფი გაქანება
აკრიფეთ 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარე სულ რაღაც 8.4 წამში მყისიერი სიმძლავრის წყალობით, რომელიც დაგეხმარებათ სიჩქარის შენარჩუნებაში.
ბრმა წერტილის კონტროლის სისტემა
მყისიერად მიიღეთ შეტყობინებები, თქვენ ბრმა წერტილში სხვა ავტომანქანების მოხვედრისთანავე. აღნიშნული ფუნქცია დაგეხმარებათ უფრო მეტი თავდაჯერებულობით შეიცვალოთ სამოძრაო ზოლი.
უკნიდან შეჯახების შესახებ გაფრთხილების სისტემა
წინასწარ მოახდინეთ პოტენციური შეჯახებების პრევენცია: ახალი Monjaro რეალურ დროში აკონტროლებს თქვენი ავტომანქანის უკან არსებულ სიტუაციას.
უკანა სივრცეში მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემა
უკუსვლით მოძრაობისას, სენსორები აფიქსირებენ მოახლოებულ ავტომანქანებს ორივე მხრიდან და დროულად აფრთხილებენ მძღლს შეჯახების თავიდან ასაცილებლად.
ექსტერიერის გასაოცარი დიზაინი
ძარას მძაფრი კონტურები და თვლების ფართო ბაზა ახალ Monjaro-ს თავდაჯერებულ გარეგნობას ანიჭებს, რომელიც შეუძლებელია არ შეამჩნიო.
ვერტიკალური ცხაური Energy Strings („ენერგიის სიმები“)
ავტომანქანის საფირმო ცხაურის დიზაინი მორთულია ვერტიკალური „ენერგიის სიმებით“, რომლებიც გადმოსცემენ მოძრაობას, ძალას და თანამედროვეობას.
მატრიცული უკანა განათების ფარები „Aurora“
ფუტურისტული უკანა განათების LED ფარები ავტომანქანის მთელ უკანა ნაწილზე ვრცელდება, რაც ქმნის საფირმო განათების შთამბეჭდავ ხელწერას, რომელიც აუმჯობესებს ხილვადობას და ხაზს უსვამს სტილს.
მდიდრული ინტერიერი
ავტომანქანის ინტერიერის თითოეული ზედაპირი, თითოეული ნაკერი და ეკრანი მაღალი ხარისხის მასალებითა და დახვეწილი დეტალებით არის შესრულებული და შექმნილია კომფორტისა და ელეგანტურობის გათვალისწინებით.
სრულიად ახალი 20-დიუმიანი მრავალსხივიანი დისკები
ახალი Monjaro-ს სრულიად თანამედროვე, 20-დიუმიანი მრავალსხივიანი დისკები მდიდრულ ესთეტიკას შთამბეჭდავ სტაბილურობასთან აერთიანებს. მათი თამამი, უფრო მოცულობითი დიზაინი აძლიერებს ვიზუალურ ეფექტს, ხოლო ფართო პროტექტორები და მაღალმწარმოებლური საბურავები აუმჯობესებს მოჭიდებას, მდგრადობას და მართვის ხარისხს, რაც მათ მდიდრული სპორტული ჯიპისთვის იდეალურ არჩევნად აქცევს.