
Geely EX5
ავტომობილის ზომები
4,615
სიგრძე/მმ
1,901
სიგანე/მმ
1,670
სიმაღლე/მმ
2,750
თვლების ბაზა/მმ
კონფიგურატორი
|

ავტომობილის ექსტერიერი
ფოტოები და მონაცემები მოცემულია მხოლოდ საჩვენებელი მიზნებისთვის. გთხოვთ, იხილოთ თქვენს ქვეყანაში/რეგიონში არსებული რეალური ავტომობილის მონაცემები.

მოკლეფრთიანი ტურბინის ფორმის აკუმულატორი - დამუხტვის სიჩქარე
GEELY EX5 უზრუნველყოფს სწრაფ დამუხტვას მინიმალურ დროში, რაც ხელს უწყობს ავტომობილის ყოველდღე კომფორტულად მოხმარებას. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აკუმულატორის სწრაფ და ეფექტურ გადამუხტვას, რაც აუცილებელია შეუფერხებელი მგზავრობისთვის.
ინტელექტუალური ელექტრო ამძრავი 11-in-1 (11-1-ში)
GEELY EX5-ს ელექტრო გადაცემის სისტემა 11-in-1 უზრუნველყოფს 160 კვტ პიკურ სიმძლავრეს, მაღალ ეფექტურობას, კომპაქტურ დიზაინს, გაუმჯობესებულ გაგრილებასა და ნულოვან ემისიას, რაც ძლიერი, სტაბილური და ეკოლოგიურად სუფთა ფუნქციონერების გარანტიას იძლევა. *გარკვეულ რეალურ პირობებში ფაქტობრივი მონაცემები შესაძლოა აღემატებოდეს სერტიფიცირებულ მაჩვენებლებს.


ოპტიმიზებული სივრცე მაქსიმალური კომფორტისთვის
სივრცის გამოყენების 67.2%-იანი მაჩვენებლით, GEELY EX5 თავის კლასში ყველაზე მაღალ ეფექტურობას უზრუნველყოფს, რაც ყოველ მგზავრობას კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის. შეაბიჯე პრემიუმ კლასის კომფორტის სამყაროში და განიცადეთ კომფორტის ახალი დონე GEELY EX5-ში, სადაც თითოეული სავარძელი და დეტალი შექმნილია მდიდრული და მშვიდი მგზავრობის უზრუნველსაყოფად.
განიცადეთ კომფორტის ახალი დონე 5+1 მრავალშრიანი სავარძლების ტექნოლოგიით
GEELY EX5-ის წინა სავარძლები აღჭურვილია 5+1 ბალიშით, რომლის თითოეული ფენა თქვენი კომფორტის შეგრძნებისთვის არის შექმნილი: Zero Sensation Relief (ნულოვანი მგრძნობელობა) ფენა ქმნის დამამშვიდებელ საყრდენს, PVC (პვქ) ფენა - გამძლეობას, Ventilation (ვენტილაცია) ფენა - ჰაერგამტარიანობას, Heating (გათბობა) ფენა - სითბოს, ხოლო High-density Foam (მაღალი სიმკვრივის ქაფი) ფენა განკუთვნილია მგზავრობისას სინაზისა და ფუფუნების შესაგრძობად.


გარდაქმენით თქვენი სივრცე: გადასაკეცი წინა სავარძლები
GEELY EX5-ის წინა სავარძლები სრულად იშლება ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე, რაც უზრუნველყოფს შეუდარებელ კომფორტს დასვენებისთვის, საშუალებას გაძლევთ გამართოთ თქვენი სხეული და სრულფასოვნად დაისვენოთ.
ფართო უკანა სალონი, პირველი კლასის კომფორტი ყველასთვის
GEELY EX5-ის უკანა სავარძლები წარმოადგენს ფართო, მოსახერხებელი პირველი კლასის ინტერიერს, რომელიც შექმნილია მგზავრების კომფორტისა და დასვენებისთვის.


ფართო ხედი, ინტელექტუალური კონტროლი
GEELY EX5 პანორამული ლიუკი გთავაზობთ ცის განსაცვიფრებელ ხედს 11-საფეხურიანი რეგულირებით, მრავალრეჟიმიანი ინტელექტუალური მართვით და გაუმჯობესებული იზოლაციით ულტრაიისფერი და თერმული გამოსხივებისგან თავდასაცავად. გარდა ამისა, წვიმის მიმართ მგრძნობიარე სახურავის ავტომატური დახურვა კომფორტსა და სიმშვიდეს შეგმატებთ.

სიმშვიდისთვის შექმნილი კაბინა
GEELY EX5-ის ხმაურის დონე 120 კმ/სთ სიჩქარეზე მხოლოდ 68 დეციბელია, რაც უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის მსგავს სიმყუდროვეს სალონში, მშვიდ მგზავრობას და 69.5%-მდე გაზრდილ ხმის სისუფთავეს ავტომობილში სასიამოვნო საუბრებისთვის.

შეუდარებელი სივრცე ნებისმიერი საჭიროებისათვის
პირადი ნივთების შენახვისთვის შექმნილი გონივრული განლაგებითა და დიზაინით GEELY EX5 დააკმაყოფილებს თქვენს ყოველდღიურ ყველა მოთხოვნილებას და არა მხოლოდ.
FLYME auto: ავტომობილში არსებული საინფორმაციო-გასართობი სისტემების გაუმჯობესებული სტანდარტი
Flyme Auto ორგანულად აერთიანებს ქსელური დაკავშირების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ინტერაქტიულ გართობას, რაც ყოველ მგზავრობას ულტრა-თანამედროვე გამოცდილებად აქცევს.


FLYME SOUND - ხმის სუფთა სრულყოფილება
დამოუკიდებელი 1000-ვატიანი გამაძლიერებლით და 16 დინამიკით აღჭურვილი სისტემა უზრუნველყოფს ხმის ისეთ სისუფთავესა და სიღრმეს, რომ თქვენი ყოველი მოგზაურობა სასიამოვნო კონცერტად გადაიქცევა. დიდი ზომის 13.8 დიუმიანი მონიტორი (HUD) დეტალურად აჩვენებს ძირითად ინფორმაციას ავტომობილის მართვის შესახებ 12 000-ნიტიანი სიმკვეთრითა და მაღალი კონტრასტით, რაც უზრუნველყოფს კრისტალურად სუფთა ხედვას გზიდან თვალის მოუშორებლად.

HI GEELY: ხელების გარეშე მართვა, უფრო გონიერი მართვა
დატკბით ინტელექტუალური ხმოვანი ინტერაქციით და გამოსცადეთ უფრო უსაფრთხო, ჭკვიანური, მოსახერხებელი მართვა ხელების გარეშე.
შექმნილია მიმზიდველი ხმოვანი მოგზაურობისთვის
ოთხი დინამიკური ხმოვანი ეფექტი თქვენს ავტომობილს ცოცხალ სცენად გარდაქმნის, რაც ყოველ მოსახვევში რეალისტურ შთაბეჭდილებებს გაზიარებთ.


ხმის ჩამწერი სტუდია - სრულყოფილებამდე მიყვანილი სუფთა ხმა
გამოსცადეთ სტუდიაში ყოფნის სიამოვნება კრისტალურად სუფთა ხმით, რომელიც თითოეულ დეტალს აცოცხლებს და გთავაზობთ ავთენტურ, მაქსიმალური სიზუსტის მუსიკალურ მოგზაურობას.

ხმა ოპერის დარბაზის სცენიდან
მუსიკის მოსმენით დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მისაღებად ჩაიძირეთ ძლიერ, მოცულობით ხმაში, რომელიც მუსიკალური წარმოდგენის შუაგულში გამოგზაურებთ.

კონცერტი - ცოცხალი შესრულებით შექმნილი აურა
შეიგრძენით მაყურებლებით სავსე დარბაზის ენერგია, ცოცხალი ვოკალისა და ბასების ძალა, რაც კონცერტზე დასწრების შეგრძნებას შეგიქმნით.

მუსიკალური დარბაზი - მარადიული აკუსტიკური სრულყოფილება
განიცადეთ დიდი მუსიკალური დარბაზის ატმოსფერო და აკუსტიკა, სადაც თითოეული ნოტი მკაფიოდ ჟღერს და გიქმნით შეგრძნებას, რომ თქვენც წარმოდგენის ნაწილი ხართ.

ჭკვიანი მართვა, გაზრდილი უსაფრთხოება
განიცადეთ მომატებული თავდაჯერებულობა გზაზე GEELY EX5-ის მოწინავე, მძღოლის დამხმარე გაუმჯობესებული მართვის სისტემის (ADAS) მეშვეობით. ადაპტური კრუიზ-კონტროლი (ACC) სიჩქარის ავტომატური რეგულირებით ინარჩუნებს მუდმივად უსაფრთხო და ზომიერ მანძილს წინ მიმავალი ავტომობილისგან, რაც უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ და მშვიდ მართვის გამოცდილებას.

ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭება (AEB)
აფიქსირებს პოტენციური შეჯახების რისკებს და ავტომატურად იყენებს მუხრუჭებს ავარიის თავიდან ასაცილებლად ან მისი სიმძიმის შესამცირებლად, რითაც აუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს კრიტიკულ სიტუაციებში.
სავალი ზოლის შეცვლის ავტომატური ასისტენტი (ALCA)
აღნიშნული სისტემა მხოლოდ ავტომაგისტრალებზეა ხელმისაწვდომი. იგი აუმჯობესებს მართვის კომფორტს მძღოლის მიერ გადაცემათა კოლოფის ბერკეტის გადართვის შემდეგ ზოლის ავტომატური შეცვლით. სისტემა აფიქსირებს ნელი სვლით მოძრავ ავტომანქანებს და რბილი და უსაფრთხო მოძრაობით იცვლის სავალ ზოლს, რაც უფრო მარტივ და ინტელექტუალურ მართვას უზრუნველყოფს.


მძღოლის გამაფრთხილებელი სისტემა უკნიდან მოახლოებული ავტომობილების შესახებ (RCTA)
სისტემა ზრდის უსაფრთხოების დონეს, თქვენი ავტომობილის უკუსვლისას, უკნიდან მოახლოებული ავტომობილების ამოცნობით. ასევე გაფრთხილებთ პოტენციური საფრთხეების შესახებ, რაც ავტოსადგომებსა და ვიწრო სივრცეებში თავდაჯერებულად და მშვიდად გადაადგილდებას უზრუნველყოფს.
სავალ ზოლში დარჩენის ასისტენტი (LKA)
ასისტენტი სავალ ზოლში თავდაჯერებულად მართვის საშუალებას გაძლევთ მასში არსებული მონიშვნების ამოცნობითა და საჭის მსუბუქი რეგულირებით, რათა თავიდან აირიდოთ ზოლიდან უნებლიე გადახვევა. როგორც მაგისტრალებზე, ასევე ქალაქის გზებზე, სისტემა უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და სტაბილურ მართვას.


სავალი ზოლის შეცვლის ასისტენტი (LCA)
სისტემა უზრუნველყოფს დამატებით თავდაჯერებულობას სავალი ზოლის შეცვლისას. იგი გეხმარებათ სავალი ზოლის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შეცვლაში, რაც მაგისტრალებზე მართვას უფრო მშვიდსა და უსაფრთხოს ხდის.
ბრმა წერტილის ამოცნობის სისტემა (BSD)
სისტემა აქტიურად აკონტროლებს თქვენი ავტომობილის „ბრმა ზონებს“ და გაფრთხილებთ იმ ავტომობილების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ცდებოდეს თქვენი მხედველობის არეალს. რეალურ დროში გაფრთხილების სისტემით, იგი ხელს უწყობს პოტენციური შეჯახების თავიდან აცილებას, რაც უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას ზოლის შეცვლისას და ახალ ზოლში მოძრავ ავტომობილებთან შერევისას.


გაჩერებული მანქანის ან დაბრკოლების გვერდის ავლისას შეჯახების თავიდან აცილების ასისტენტი უეცარი მანევრის დროს (EMA)
სისტემა მყისიერად რეაგირებს პოტენციურ შეჯახებაზე საჭის მართვის საგანგებო კორექტირებით, რათა დაგეხმაროთ დაბრკოლებების თავიდან აცილებაში. საფრთხის აღმოჩენისას სისტემა აქტიურად ეხმარება მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მანევრირებაში, აუმჯობესებს მართვაზე კონტროლს და ამცირებს ავარიის რისკს ან მის სიმძიმეს.
დამხმარე სისტემა, რომელიც აფრთხილებს მძღოლს, რომ ავტომობილის ერთ-ერთი კარი არ არის ბოლომდე დაკეტილი (DOW)
კარის გაღებისას სისტემა გაფრთხილებთ მოახლოებული ავტომობილის ან დაბრკოლების შესახებ, რაც ხელს უწყობს შემთხვევითი შეჯახების თავიდან აცილებას. აღნიშნული ფუნქცია უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილიდან უფრო უსაფრთხო გადმოსვლას, განსაკუთრებით გადატვირთულ ავტოსადგომებზე ან ხალხმრავალ ქუჩებზე.

შექმნილია იმისათვის, რომ დაგიცვათ: უსაფრთხოება მისი ამოსავალი პრინციპია
GEELY EX5-ს გამოირჩევა მყარი კონსტრუქციით, რომელიც მოიცავს რვა ჰორიზონტალურ და ორ ვერტიკალურ საყრდენ ღერძს, ენერგიის გარდაქმნის გაძლიერებულ სისტემას „Cloverleaf“, რაც ერთობლიობაში შეუდარებელ დაცვას უზრუნველყოფს.


აკუმულატორის განყოფილების დიზაინის შედეგად გაზრდილი უსაფრთხოება
ინოვაციური დიზაინი უზრუნველყოფს აკუმულატორის მაქსიმალურ დაცვას - იცავს მის უჯრედებს შეკუმშვისგან დარტყმის დროს და უზრუნველყოფს თანმიმდევრულ სტაბილურობას ნებისმიერ პირობებში.
ყოვლისმომცველი უსაფრთხოება ავტომობილის ყველა სერიაზე დამონტაჟებული 7 აირბაგის წყალობით
Geely EX5 აღჭურვილია წინა ორმაგი აირბაგებით, წინა გვერდითი აირბაგებით, გვერდითი ფარდა-აირბაგებით და პერიფერიული გვერდითი აირბაგებით, რაც უზრუნველყოფს თითოეული მგზავრის სრულად დაცვას.


ჩვენი GEELY EX5-ის ყველა ფუნქცია ახლა თქვენს ხელისგულზეა მოთავსებული
GEELY EX5-ის აპლიკაცია სრულ კონტროლს განიჭებთ თქვენს ავტომობილზე - დაწყებული კლიმატკონტროლიდან დისტანციური დაქოქვით დამთავრებული - პირდაპირ თქვენი ტელეფონიდან.
*შენიშვნა
ზემოთ ნაჩვენები ფუნქციები მხოლოდ საჩვენებელი ხასიათისაა. ფაქტობრივი ფუნქციონალი და ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოდელის, ბაზრისა და აპლიკაციის ვერსიის მიხედვით. ჩვენ გავაგრძელებთ აპლიკაციის ოპტიმიზაციას და განახლებას, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ინტელექტუალური გამოცდილება. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ ავტორიზებულ დილერს.


*გაფრთხილება (დისქლეიმერი)
წინამდებარე გვერდზე წარმოდგენილია Geely Auto-ს მოდელები, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება. სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში მოდელები შესაძლოა განსხვავდებოდეს ექსტერიერით, ინტერიერის დიზაინით, კომპლექტაციით და ა.შ. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ ავტორიზებულ დილერს.