Geely კვლავ მაღლა წევს თამასას და გლობალური სტანდარტების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის IATF-ის ჯილდოს მფლობელი ხდება
ნინბო, ჩინეთი, 28 მარტი, 2025 - IATF-ის კონფერენციაზე, რომელიც ჰანგჟოუ-ბეიში (ნინბოში) - Geely-ს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა, Geely Auto ოფიციალურად დაჯილდოვდა გლობალური სტანდარტების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. კონფერენციის დროს Geely Auto-ს წარმომადგენლები ANFIA, CCFA, FIEV, VDA, AIAG, Ford-ის წარმომადგენლებსა და სხვა მონაწილეებს შეხვდნენ. შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტომობილის ხარისხის შეფასების გლობალურ სტანდარტებს და სხვა პრაქტიკულ მიღწევებს. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს Geely-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - Geely-ს ძალური აგრეგატების სამეცნიერო ცენტრი (GPRI), სხვადასხვა საწარმოო ბაზები, პირველი ხელიდან მიიღეს შესაბამისი ინფორმაცია Geely-ს ინოვაციური ოპერაციების შესახებ. წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს Geely-ს ახალი ენერგიის ჭკვიანი პროდუქტების ხარისხსა და ინოვაციურობას.
საერთაშორისო საავტომობილო წარმოების მიზნობრივი ჯგუფი (IATF) საავტომობილო დარგის სტანდარტიზაციის სფეროში წარმოადგენს გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია - გააუმჯობესოს ხარისხის მართვის სისტემა დარგში, უზრუნველყოს ძლიერი მხარდაჭერა და უხელმძღვანელოს დარგის მაღალი ხარისხის განვითარებას. Geely ოფიციალურად შეუერთდა IATF-ს 2021 წელს, ხოლო 2023 წლის ნოემბერში IATF-ის დირექტორთა საბჭომ კომპანიას ოფიციალური ლიცენზია მიანიჭა. Geely საერთაშორისო საავტომობილო წარმოების მიზნობრივი ჯგუფის მე-10 წევრი, ხოლო აზიის რეგიონიდან - პირველი წევრი გახდა. აღნიშნული ორგანიზაცია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს ადგენს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. 2024 წლის მონაცემებით, Geely ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა 682 საერთაშორისო და დარგობრივი სტანდარტის შემუშავებაში და ოფიციალურად გამოაქვეყნა 436 სტანდარტი.
როგორც საავტომობილო ინდუსტრიის გლობალიზაციის, ინტელექტუალიზაციისა და ელექტრიფიკაციის პიონერი, Geely Auto აქტიურად მონაწილეობს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაში. მაგალითად, მან წამოიწყო და ხელი შეუწყო IAQSA-ს - ავტომობილების ხარისხის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ასოციაციის შექმნას, აქტიურად იყო ჩართული შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებასა და განხილვაში, მხარს უჭერდა IATF16949 სტანდარტის გადახედვას ოთხი ახალი საავტომობილო სტანდარტის ცვლილებების გათვალისწინებით. 2023 წელს Geely-მ მონაწილეობა მიიღო გლობალური სტანდარტის IATF16949 რევიზიაში, რომლის ფარგლებში გადაიხედა ხარისხის მართვის სისტემის სიმწიფის დონის განსაზღვრის კონცეფცია, მთელი პროცესის კონკურენტუნარიანობის, მართვის დიაგნოსტიკის მეთოდის, ასევე ქსელისა და მონაცემთა უსაფრთხოების კუთხით.
ავტომობილების წარმოების 27 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Geely-მ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ღირებულებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად ავტომობილის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. მათ შორის: პროდუქტის უსაფრთხოება, საიმედოობის ხარისხის კოეფიციენტი ათას ავტომობილზე, ღირებულების შენარჩუნების კოეფიციენტი, მომხმარებლის კმაყოფილება, გაყიდვებითა და მიღებული სერვისებით კმაყოფილება და სხვა. განვითარების ახალი ეპოქის მოთხოვნებთან ადაპტირების მიზნით კომპანიამ შეიმუშავა ხარისხის მართვის თეორია საავტომობილო ინდუსტრიაში - Geely Total Process Competitiveness Quality Management System. ხარისხის მართვის თვალსაზრისით, Geely-ს ხარისხის სისტემა და მართვის დონე აღიარებულია დარგის ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. ამავდროულად, Geely-ს 12-მა საწარმოო ბაზამ გაიარა IATF 16949 ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირება, ხოლო კომპანიის 10-მა ლაბორატორიამ მოიპოვა CNAS-ს აკრედიტაცია.
საკუთარ პროდუქტებზე მუშაობის პროცესში Geely Auto მუდმივად ზრუნავს უსაფრთხოებაზე, რომელიც კომპანიის ერთ-ერთ საბაზო ღირებულებად გადაიქცა. Geely Auto კვლავ ორიენტირებულია მაღალი ღირებულების პროდუქტებისა და ინოვაციური გადაწყვეტების მიწოდებაზე, რომლებიც ზუსტად ერგება მომხმარებელთა მრავალფეროვან საჭიროებებს მთელ მსოფლიოში.