Geely Automobile-მა 2024 წელს ახალი რეკორდი დაამყარა

news

20 Mar 2025

Geely Automobile-მა 2024 წელს ახალი რეკორდი დაამყარა

კომპანიის შემოსავალმა 240 მილიარდ ჩინურ იუანს გადააჭარბა, მოგებამ კი ახალ მწვერვალებს მიაღწია 

ჰონგკონგი, ჩინეთი, 2025 წლის 20 მარტი,  Geely Automobile Holdings Limited-მა (Geely Auto) (0175.HK) დღეს 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რაც კომპანიისათვის უმნიშვნელოვანეს ახალ ეტაპს წარმოადგენს: პირველად თავის ისტორიაში, კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 240 მილიარდ იუანს.
 
  • გაყიდვების ჯამურმა წლიურმა მოცულობამ  2,176,567 ერთეულს მიაღწია, რაც 34%-ით მეტია წინა წელთან შედარებით  
  • ახალი ენერგიის ელექტრო ავტომანქანების და ელექტრიფიცირებული ავტომანქანების გაყიდვების მოცულობამ მიაღწია 888,235-ს, რაც 92%-ით მეტია წინა წელთან შედარებით
  • ახალი ენერგიის ელექტრო ავტომანქანების და ელექტრიფიცირებული ავტომანქანების წილმა 41% შეადგინა 
  • საზღვარგარეთ გაყიდული ავტომანქანების რაოდენობამ 2024 წელს 414,522 ერთეული შეადგინა - 57%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
  • შემოსავალმა შეადგინა 240 მილიარდი იუანი, რაც 34%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
  • ჯამური მოგება 16,8 მილიარდ იუანამდე გაიზარდა, რაც 240%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 
  • აქციონერებისთვის განკუთვნილმა მოგებამ 16,6 მილიარდი იუანი შეადგინა - 213%-ით მეტია წინა წელთან შედარებით
  • წმინდა ნაღდი ფულის შემოსავალი 26,5 მილიარდ იუანამდე გაიზარდა.
 
აღნიშნული წარმატება მასშტაბის ეფექტით და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ზრდით არის განპირობებული. Geely Auto-ს გაყიდვების ჯამურმა მოცულობამ და ენერგიის ახალი წყაროების წარმოებამ დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აღნიშნული დარგის ზრდის ტემპს. 2024 წელს, Geely Auto-ს გაყიდვების ჯამურმა მოცულობამ რეკორდული მაჩვენებელი - 2,176,567 ავტომობილი შეადგინა, რაც მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს (34% წინა წელთან შედარებით). აღნიშნულმა მაჩვენებელმა არა მხოლოდ გადააჭარბა კომპანიის წლიური გაყიდვების გეგმას (2 მილიონი ავტომობილი), არამედ გაუსწრო უფრო ფართო საბაზრო მაჩვენებლებს. ამავდროულად, ჯგუფის ახალი ენერგიის ავტომობილების გაყიდვების ჯამურმა მოცულობამ 888 235 ერთეულს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 92%-იან ზრდაზე მიუთითებს.
 
გლობალური ექსპანსია გრძელდება; ბუნებაზე, სოციალურ გარემოსა და მართვაზე პასუხისმგებლობის (ESG) პრაქტიკა დარგის მოწინავე სტანდარტების საფუძველი ხდება.
 
Geely Auto-მ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია გლობალიზაციის საკუთარი სტრატეგიის განხორციელებაში და გააფართოვა თავისი საერთაშორისო გეოგრაფიული წარმომადგენლობა. 2024 წელს საზღვარგარეთ გაყიდვების ჯამურმა მოცულობამ 414 522 ერთეული შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 57%-ით მეტია, და აღემატება წლიურ საექსპორტო მაჩვენებელს - 380 000 ერთეულს; აქედან Geely Auto-ს საექსპორტო გაყიდვების რიცხვმა 381 548 ერთეული შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 53%-იან ზრდაზე მიუთითებს. ბრენდმა გააფართოვა წვდომა ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, ევროპასა და სხვა რეგიონებში; გამოუშვა 16 მაღალი კლასის მოდელი საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ყაზახეთში, პანამასა და სხვა საკვანძო ბაზრებზე; შექმნა გაყიდვებისა და მომსახურების 891 ცენტრი 81 ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო ზრდის ბრენდის გავლენას. რაც შეეხება 2025 წელს, Geely გააფართოებს გაყიდვებისა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების ქსელს, დაამატებს 300-ზე მეტ გლობალური გაყიდვებისა და მომსახურების ცენტრს და, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 100-ზე მეტი წარმომადგენლობა ეყოლება.
 
რაც შეეხება ბუნებაზე, სოციალურ გარემოსა და მართვაზე პასუხისმგებლობის პრაქტიკას (ESG), Geely Auto-მ ამ კუთხით გამორჩეულ შედეგებს მიაღწია. იგი მუდმივადაა წარმოდგენილი საუკეთესო ჩინელი ავტომწარმოებლების რიცხვში ESG-ის ეფექტურობის კუთხით, ამავდროულად აგრძელებს საერთაშორისო გავლენის გაძლიერებას ESG ინიციატივების მეშვეობით. Geely Auto ზედიზედ ორი წლის განმავლობაში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი კომპანია, "ESG-ის ლისტინგში შემავალ 100 წამყვან ჩინურ კომპანიას შორის“; პირველი ადგილი უკავია ჩინურ საავტომობილო საწარმოებს შორის და ერთადერთი საწარმოა საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც "ხუთვარსკვლავიანი" ხარისხის შეფასება მოიპოვა.
 
კომპანია ოფიციალურად დასახელდა "ნულოვანი ნარჩენების საწარმოთა" რიცხვში და ჩინეთის სამრეწველო ასოციაციის მიერ ამავე სახელწოდების პრემიით დაჯილდოვდა. 2024 წლის ბოლოს, Geely კვლავ დასახელდა ჩინეთის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიად  "ნულოვანი ნარჩენების საწარმოთა" შორის და "ლიდერის" წოდება მიენიჭა ჩინეთის მრეწველობის დარგში ნახშირბადის ემისიების მაქსიმალური შემცირების კუთხით.  გარდა ამისა, Geely-მ მიიღო AA რეიტინგი MSCI ESG-სგან, რაც წარმოადგენს კომპანიის გრძელვადიანი ვალდებულების ყოვლისმომცველ შეფასებას სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტიციების და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) საინვესტიციო სტანდარტების ხაზით. ის ზედიზედ ორი წელია შედის Hang Seng-ის კორპორატიული მდგრადობის ინდექსში. 2024 წლის ბოლოსთვის Geely-მ 2020 წელთან შედარებით 18%-ით შეამცირა ერთი ავტომანქანის მიერ სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში გამოფრქვეული ნახშირორჟანგის რაოდენობა და მიუახლოვდა მთავარ  მიზანს - მიაღწიოს ნახშირორჟანგის ემისიების 25%-ით შემცირებას 2025 წლისთვის და ნახშირბადნეიტრალურობას 2045 წლისთვის.
 
სტრატეგია „Smart Geely 2025“ დასასრულს უახლოვდება და იწყება ავტომანქანების სრულმასშტაბიანი წარმოება ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე.
 
ჯერ კიდევ 2021 წელს გამოქვეყნდა სტრატეგია "Smart Geely 2025", რომელმაც Geely-ის ჭკვიანი მობილურობის ეპოქის დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი. 2025 წელს კომპანიამ მიზნად დაისახა - გახდეს მსოფლიოში პირველი ავტომწარმოებელი ხელოვნური ინტელექტის სრულმასშტაბიანი ინტეგრაციის უნარით, რომელიც მოიცავს: სრული ინტელექტუალური ეკოლოგიური სისტემის შექმნას, მათ შორის: ოპერაციული სისტემები, ინტელექტუალური კაბინები, ავტონომიური მართვა, ინტერნეტთან დაკავშირებული ავტომანქანები, სუპერკომპიუტერული ცენტრები და სატელიტური ინტერნეტ-ინფრასტრუქტურა.
 
კომპანიამ გამოუშვა დარგის ისტორიაში პირველი ტექნოლოგიური სისტემა "Intelligent Vehicle AI", რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს გონიერი ავტომანქანების ყველა ასპექტში, ახდენს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას ავტომანქანის არქიტექტურაში, ძალური გადაცემის სისტემაში, სავალი ნაწილისა და კაბინის სისტემებში და პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში - მისი პროექტირებიდან გაყიდვის შემდგომ მომსახურებამდე. Geely Xingrui მოდელის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პროექტირებასთან ერთად, Geely-მ ასევე დაასრულა სიღრმისეული ინტეგრაცია ისეთ ეკოლოგიურ პარტნიორებთან, როგორებიცაა DeepSeek და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი სხვა ძირითადი  მოდელები. აღნიშნული აჩქარებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას საავტომობილო აპლიკაციებში.
 
მიმდინარე წელს Geely Auto გეგმავს 10 ახალი ენერგიის მოდელის გამოშვებას და ისეთი მაღალი ღირებულების ტექნოლოგიების ტრანსფორმაციასა და წარმოებას, როგორებიცაა AI Intelligence, Intelligent Driving და Intelligent Cockpit (ხელოვნური ინტელექტი, ჭკვიანი მართვა და ჭკვიანი კაბინა). მასობრივ წარმოებაზე ორიენტირებული ეს მიღწევები საშუალებას მისცემს Geely-ს გახდეს უპირობო ლიდერი ინტელექტუალური მართვის სფეროში.

Latest news

All news